1.საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
3.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი);
ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
4.თუ ჯარიმის დარიცხვისათვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების თაობაზე, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია.
5.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
6.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.
7.თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
8.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევ პირს.
9.საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა ფიქსირდება საგადასახადო შემოწმების აქტში (ამ შემთხვევაში არ დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი).
10.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს:
ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას;
ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;
გ) შედგენილია თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა;
ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11.თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ ფიქსირდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.
12.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს ადრესატს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ გამოცემული ბრძანება ბათილია.
13.საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:ა) ოქმის დასახელება;ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;გ) ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი;დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი);ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.4. თუ ჯარიმის დარიცხვისათვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების თაობაზე, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია.5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.6. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.7. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.8. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევ პირს.9. საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა ფიქსირდება საგადასახადო შემოწმების აქტში (ამ შემთხვევაში არ დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი).10. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს:ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას;ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;გ) შედგენილია თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა;ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.11. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ ფიქსირდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.12. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს ადრესატს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ გამოცემული ბრძანება ბათილია.13. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28საქართველოს 2007 წლის11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მე-13 ნაწილის ადგილას, რომელიც მოიცავდა ძველ მე-13–მე-16 პუნქტებს, ახლა მოცემულია ნორმა, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესებს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.
· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008
127-ე მუხლის მე-15 ნაწილში ერთიანი გადაწყვეტილების მიმღებად საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად საგადასახადო ორგანო დასახელდა; 30-დღიანი ვადა ტექსტში უცვლელია.
· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
127-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებში გადაწყვეტილების მიღების 30-დღიანი ვადა 30 კალენდარულ დღედ დაზუსტდა.
· გამოქვეყნდა 18 იან. 2006
127-ე მუხლის ერთი წინადადების ნაცვლად დადგინდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დეტალური წესი: ოქმის შედგენა და შინაარსი, საქმის განხილვა ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ, 30-დღიანი ვადა და ბრძანების შინაარსი.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…დანაშაულის პრევენციის,…