Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 128²

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 128². საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 293. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
თემები:ტრანსფერული ფასწარმოქმნაშერწყმა-შეძენის გადასახადებისაგადასახადო დაგეგმვატრანსსასაზღვრო გადასახადებიშერწყმა და შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹8²910

1.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

2.გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობასა და გადახდის ვადას.

3.შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით.

6.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

7.ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10 პროცენტისა.

8.არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

8¹.საგადასახადო ვალდებულებების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდე­ლის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალ­დე­ბულებების დაზუსტება. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკისრებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადის (გადასახადების) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადა­სახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულე­ბების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

8².საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე.

9.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად.

10.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. 2. გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობასა და გადახდის ვადას. 3. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით. 6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. 7. ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10 პროცენტისა. 8. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 8 1 . საგადასახადო ვალდებულებების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდე­ლის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალ­დე­ბულებების დაზუსტება. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკისრებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადის (გადასახადების) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადა­სახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულე­ბების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 8 2 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე. 9. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად. 10. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2004 – 1 აპრ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    მე-8 ნაწილი ახლა დეკლარაციით დაზუსტებისა და დამატებით დარიცხვის აკრძალვას უკავშირებს შეთანხმების აქტის გაფორმებას, პერიოდსა და გადასახადის სახეებს; აღიარებულად ჩათვლის წესი ამოღებულია. დაემატა 8¹ (შემცირების შეთანხმების შემდგომი შეზღუდვები) და 8² (უზრუნველყოფის ღონისძიებებზე შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება).

  2. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 128¹შემდეგი მუხლი 128³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • M&A საგადასახადო დაგეგმვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები ტრანსფერულ ფასწარმოქმნაზესერვისის გვერდი
  • საგადასახადო შეთანხმებების გამოყენებასერვისის გვერდი
  • M&A გარიგებების საგადასახადო ოპტიმიზაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 2 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 68

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 293საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
  • 294საგადასახადო შეთანხმების ფორმა
  • 292საგადასახადო შეთანხმების არსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 23საგადახდო დავალება
  • 25საგადახდო დავალების უარყოფა
  • 24საგადახდო დავალების მიღება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
  • 21⁶⁵პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁶⁵6818²29329429217² (…17 (დ…17¹ (…232524128²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…