საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 158. საბჭო

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

, საბჭოს სხდომა და რეგლამენტი 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭოში ნებაყოფლობით საწყისებზე აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები ( მათ შორის , უცხო ქვეყნის ექსპერტები ) საბჭოს წევრის სტატუსით .

2.საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს, ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით.

3.ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას , თუ გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე . გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო .

4.საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი .

5.საბჭო შეიმუშავებს საბჭოს რეგლამენტს, რომელიც მტკიცდება ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საგადასახადო დავის წარმოების პროცედურები, მათ შორის, სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, მტკიცებულებების მოპოვების საკითხები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები. საბჭოს რეგლამენტი აგრეთვე გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას. ის პროცედურები, რომლებიც საბჭოს რეგლამენტით ვერ განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღების წესის თავისებურებებიდან გამომდინარე, რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები.

6.საბჭო უფლებამოსილია , თუ მის სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა . საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება .

6¹.საბჭოს არჩატარების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მოადგილეს , ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრებს ( წევრს ) უფლება აქვთ ( აქვს ) მიიღონ ( მიიღოს ) გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დავის / დავების ( საჩივრების ) განხილვის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით შეჩერების თაობაზე , რის შესახებაც უნდა ეცნობოს მომჩივანს .

7.საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან / და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ( წარმომადგენლების ) მონაწილეობით . განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან / და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
, საბჭოს სხდომა და რეგლამენტი 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭოში ნებაყოფლობით საწყისებზე აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები ( მათ შორის , უცხო ქვეყნის ექსპერტები ) საბჭოს წევრის სტატუსით . 2. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს, ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით. 3. ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას , თუ გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე . გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო . 4. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი . 5. საბჭო შეიმუშავებს საბჭოს რეგლამენტს, რომელიც მტკიცდება ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საგადასახადო დავის წარმოების პროცედურები, მათ შორის, სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, მტკიცებულებების მოპოვების საკითხები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები. საბჭოს რეგლამენტი აგრეთვე გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას. ის პროცედურები, რომლებიც საბჭოს რეგლამენტით ვერ განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღების წესის თავისებურებებიდან გამომდინარე, რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები. 6. საბჭო უფლებამოსილია , თუ მის სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა . საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება . 6 1 . საბჭოს არჩატარების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მოადგილეს , ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრებს ( წევრს ) უფლება აქვთ ( აქვს ) მიიღონ ( მიიღოს ) გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დავის / დავების ( საჩივრების ) განხილვის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით შეჩერების თაობაზე , რის შესახებაც უნდა ეცნობოს მომჩივანს . 7. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან / და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ( წარმომადგენლების ) მონაწილეობით . განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან / და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 იან. 2009 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2009 – 13 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  3. 6 აპრ. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  4. 1 თებ. 2007 – 6 აპრ. 2007 ტექსტი უცნობია

  5. 1 ივნ. 2006 – 1 თებ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    158-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოსამზადებელი სხდომების ჩატარების უფლება მიენიჭა საბჭოს აპარატს, ხოლო განმეორებითი შესწავლის დავალება ეკისრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს; მუხლის სათაურს დაემატა „საბჭოს სხდომა და რეგლამენტი“.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  3. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  4. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    158-ე მუხლის მე-2 ნაწილის 20-დღიან ვადას დაემატა დათქმა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა წესის შესახებ, ვადის გაგრძელების წინადადება სხვაგვარად ჩამოყალიბდა და დაემატა 6¹ ნაწილი დავის განხილვის 30 დღით შეჩერების შესახებ.

  5. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    158-ე მუხლის მე-2 ნაწილში განმეორებითი შესწავლის ვადას ადგენს საბჭო და ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია სამჯერ, თითოეულჯერზე არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.

  6. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვის წინადადებაში სიტყვა „განიხილება“ გადატანილია ბოლოში; წესის შინაარსი — დავა განიხილება მომჩივნის გარეშე — უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷23⁹23²23³1531591609966⁵41⁴219908391158
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…დეპოზიტების დაზღვევის …საერთო სასამართლოების …