საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 241. უკუდაბეგვრა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.

2.ამ მუხლის მიხედვით საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კარით დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

3¹.თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტი (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა. შ.) მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით და, შესაბამისად, ის არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან ინფორმაციის სხვა მატარებლის საშუალებით, მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად.

4.თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსახურება. ამასთანავე, დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ზედმეტად გადახდილი თანხის დღგ-ის უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის შესახებ ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და დღგ-ის გადამხდელს უფლებას აძლევს, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის ან/და უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის საანგარიშო თვის მიხედვით.

5.თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

6.საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ანგარიშგებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის მიხედვით საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კარით დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 3 1 . თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტი (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა. შ.) მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით და, შესაბამისად, ის არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან ინფორმაციის სხვა მატარებლის საშუალებით, მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად. 4. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსახურება. ამასთანავე, დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ზედმეტად გადახდილი თანხის დღგ-ის უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის შესახებ ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და დღგ-ის გადამხდელს უფლებას აძლევს, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის ან/და უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის საანგარიშო თვის მიხედვით. 5. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 6. საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ანგარიშგებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-5 პუნქტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არმყოფი საგადასახადო აგენტის გადახდის ვადა გამოხატულია ფორმულით „არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა“, ხოლო პირობაში სიტყვა „რეგისტრირებული“ გადაინაცვლა. ვადად კვლავ მომდევნო თვის 15 რიცხვი რჩება.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    241-ე მუხლში საბანკო ჩამოწერის დოკუმენტთან ერთად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება უკუდაბეგვრის ანგარიშზე გადატანის შესახებ შეტყობინებაც და ჩათვლა გადატანის საანგარიშო თვის მიხედვითაც ხდება.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    241-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტით ან სხვა ელექტრონული საშუალებით მიწოდებული პროდუქტისათვის გასაცემი თანხა დღგ-ით იბეგრება.

  4. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    241-ე მუხლში განაკვეთზე მითითება 245-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მთელ კარზე გადავიდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5422024925218²161165²13465 (დ…1 (და…46 (დ…13¹152241
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სამხედრო და ორმაგი დან…ამნისტიისა და არადეკლა…საგადახდო სისტემისა და…