Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 273

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 273. გადასახადის განაკვეთები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვაუძრავი ქონების გადასახადიკომერციული უძრავი ქონების შეფასებააქტივების რეესტრის მართვაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებისაგადასახადო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³23456891011121314

1.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

1¹.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად მიიჩნევა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

1².საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

1³.დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მას აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდი-ტირებული ფინანსური ანგარიშგება; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

2.ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა .

3.( ამოღებულია).

4.( ამოღებულია).

5.( ამოღებულია).

6.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და დასახლების დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) მიწის ხარისხი კარგი მწირი 1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული 57 31 2. ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი 52 27 3. რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი 51 27 4. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო 44 24 5. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი 43 22 6. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება 39 21 7. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია 38 20 8. საგარეჯო, ქარელი, ხაშური 36 20 9. ქურთა, წალკა 34 19 10. აბაშა, ზუგდიდი 34 18 11. ახალქალაქი, ახალციხე 34 19 12. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი 33 17 13. ნინოწმინდა 33 17 14. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი 30 15 15. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი 28 15 16. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ 24 13 17. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი 22 12 18. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი 18 11 19. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა 17 9 20. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა 13 8 ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) სათიბები საძოვრები გაკულტურებული სათიბები საძოვრები 1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი 6 3 8 4 2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო, ახალციხე 4 2 7 3 3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა 2,5 1,5 4 2 7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ხარისხისა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ განაკვეთების ოდენობა შეიძლება იყოს შესაბამის საბაზისო განაკვეთზე არანაკლებ 50 პროცენტისა და არა უმეტეს 150 პროცენტისა.

8.თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიბეგრება სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწების შემთხვევაში კარგი ხარისხის მიწის ნაკვეთებისათვის, ხოლო ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების შემთხვევაში გაკულტურებული მიწის ნაკვეთებისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის განაკვეთებით.

9.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ კოეფიციენტებზე. ამასთანავე, ეს ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი .

10.ბუნებრივი საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

11.ამ მუხლის მიზნებისათვის ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი ქონების ადგილმდებარეობისა და შესაძლო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით.

12.( ამოღებულია).

13.( ამოღებულია).

14.მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი, ხოლო სხვა დასაბეგრ ქონებაზე – საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №39, 09.08.2006წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 1 სექ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-7 და მე-9 ნაწილებში მიწის განაკვეთების ნორმები აღარ უთითებს 272-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ხოლო მე-12 და მე-13 ნაწილები, რომლებიც ოჯახის შემოსავალს განმარტავდა, ამოღებულია.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    273-ე მუხლს დაემატა 1³ ნაწილი, რომლითაც პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება დასახელებულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    273-ე მუხლის პირველ ნაწილში საბალანსო ღირებულება აქტივების შესყიდვის წლის მიხედვით კოეფიციენტებით იზრდება; დაემატა ლიზინგით გაცემული ქონებისა და საბაზრო ფასით განსაზღვრის წესები.

  4. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გამონაკლისის სუბიექტად ფინანსური ინსტიტუტის ნაცვლად საწარმოა მითითებული.

  5. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
  6. 31 მაი. 2007· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007

    273-ე მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის განაკვეთების ცხრილი: დაემატა თბილისის დასახლებები (სოფლები), ერთეულები გადაჯგუფდა და „ყაზბეგი“ შეიცვალა „სტეფანწმინდით“.

  7. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-6 ნაწილში ±50%-იანი კორექტირება შეიცვალა ადგილობრივი ორგანოების მიერ საბაზისოს 50–150%-ით დადგენით; მე-8 ნაწილი ეხება მიწის ხარისხის დოკუმენტის წარუდგენლობას; მე-9 ნაწილი ადგენს არასასოფლო მიწის 0,24 ლარიან განაკვეთს და ტერიტორიულ კოეფიციენტს (არა უმეტეს 1,5), დაემატა მე-10–მე-13 ნაწილები.

  8. 1 სექ. 2006· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2006

    273-ე მუხლის ცხრილში იახტის (კატარღის) კოდები ახალი ფორმატით ჩამოყალიბდა; გადასახადის განაკვეთი უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 272შემდეგი მუხლი 274

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყიდვის საგადასახადო ოპტიმიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ფართის საიჯარო განაკვეთის განსაზღვრა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 8 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • 17 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 272

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 202ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
  • 205ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
  • 81გადასახადის განაკვეთი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 92¹ (დანართი 1)ამ თავის რეგულირების სფერო
  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 155არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 92იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა
  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 47ყადაღადადებული ქონების შეფასება

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 7მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4762572722022058188 (დ…92¹ (…110 (…1559237273
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…