2.თუ ფიზიკური პირის მიერ დასაბეგრი ქონება , გარდა მიწისა , შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ამ წელს საგადასახადო პერიოდი ამ ქონების გადასახადზე განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად.
3.დასაბეგრი მიწის, ასევე სხვა დასაბეგრი ქონების მიხედვით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისათვის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია.
4.ფიზიკურ პირთან მიმართებით დასაბეგრ ქონებაზე გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა, დასაბეგრი ქონების ღირებულება, მიწის ფართობი და შეღავათები, რომელთა მიხედვითაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
5.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში).
6.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (კვადრატულ მეტრებში).
7.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით.
8.ზონის საზღვრების დადგენა და მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე, დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები.
9.საგადასახადო ორგანო გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
10.ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების დებულებების შესრულების მიზნით:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს ინფორმაციას ქონების გადასახადის განაკვეთების (მიწაზე ზონებისა და კატეგორიის მითითებით) შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ დაამტკიცა საგადასახადო წლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ქონების გადასახადის განაკვეთები არ შეუცვლია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დადგენილი აქვს ზონირება, მან ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ზონირების შესახებ, ცალკეულ ზონაზე გასავრცელებელი განაკვეთისა და ზონაში შემავალი ქუჩების (მოედნების, გამზირების და ა. შ.) მითითებით. ამასთანავე, თუ ერთი და იგივე ქუჩა სხვადასხვა ზონაში ხვდება, ზონები დაკონკრეტებული უნდა იყოს ქუჩის შესაბამისი ნომრების მიხედვით. კონკრეტულ ქუჩაზე გასავრცელებელი განაკვეთის გაურჩევლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ხელმძღვანელობს ამ ქუჩისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული მინიმალური განაკვეთით. ზონირებაში ტერიტორიის გამორჩენის შემთხვევაში გამორჩენილ ტერიტორიაზე (ქუჩა, მოედანი, სოფელი და ა.შ.) გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე დამტკიცებული მინიმალური განაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს მიწის მესაკუთრეთა სიებს, მათი პირადი ნომრების, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობისა და დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო) მითითებით;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია).
11.ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას.
12.(ამოღებულია).
13.მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწით სარგებლობის უფლებას, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა.
14.შენობა-ნაგებობით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე პირის საერთო საკუთრებაშია, გადასახადს იხდის თითოეული პირი, საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული შენობა-ნაგებობის ფართობის პროპორციულად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.2. თუ ფიზიკური პირის მიერ დასაბეგრი ქონება , გარდა მიწისა , შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ამ წელს საგადასახადო პერიოდი ამ ქონების გადასახადზე განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად.3. დასაბეგრი მიწის, ასევე სხვა დასაბეგრი ქონების მიხედვით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისათვის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია.4. ფიზიკურ პირთან მიმართებით დასაბეგრ ქონებაზე გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა, დასაბეგრი ქონების ღირებულება, მიწის ფართობი და შეღავათები, რომელთა მიხედვითაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში).6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (კვადრატულ მეტრებში).7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით.8. ზონის საზღვრების დადგენა და მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე, დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები.9. საგადასახადო ორგანო გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების დებულებების შესრულების მიზნით:ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს ინფორმაციას ქონების გადასახადის განაკვეთების (მიწაზე ზონებისა და კატეგორიის მითითებით) შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ დაამტკიცა საგადასახადო წლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ქონების გადასახადის განაკვეთები არ შეუცვლია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დადგენილი აქვს ზონირება, მან ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ზონირების შესახებ, ცალკეულ ზონაზე გასავრცელებელი განაკვეთისა და ზონაში შემავალი ქუჩების (მოედნების, გამზირების და ა. შ.) მითითებით. ამასთანავე, თუ ერთი და იგივე ქუჩა სხვადასხვა ზონაში ხვდება, ზონები დაკონკრეტებული უნდა იყოს ქუჩის შესაბამისი ნომრების მიხედვით. კონკრეტულ ქუჩაზე გასავრცელებელი განაკვეთის გაურჩევლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ხელმძღვანელობს ამ ქუჩისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული მინიმალური განაკვეთით. ზონირებაში ტერიტორიის გამორჩენის შემთხვევაში გამორჩენილ ტერიტორიაზე (ქუჩა, მოედანი, სოფელი და ა.შ.) გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე დამტკიცებული მინიმალური განაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს მიწის მესაკუთრეთა სიებს, მათი პირადი ნომრების, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობისა და დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო) მითითებით;ბ) (ამოღებულია);გ) (ამოღებულია);დ) (ამოღებულია).11. ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას.12. (ამოღებულია).13. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწით სარგებლობის უფლებას, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა.14. შენობა-ნაგებობით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე პირის საერთო საკუთრებაშია, გადასახადს იხდის თითოეული პირი, საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული შენობა-ნაგებობის ფართობის პროპორციულად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2011 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
274-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილები გადაკეთდა: პროპორციული პერიოდი ფიზიკური პირის ქონებაზე (მიწის გარდა) ვრცელდება, გამომთვლელი სუბიექტი საწარმო/ორგანიზაცია ან საგადასახადო ორგანოა, მიწა კვადრატულ მეტრებშია. ასევე შეიცვალა მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ინფორმაციის წარდგენისა და მე-14 ნაწილით თანამესაკუთრეთა გადასახადის გადახდის წესი.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
274-ე მუხლიდან ამოღებულია მონაცემთა წარდგენის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-12 ნაწილი მიწის გადასახადის ვალდებულების წარმოშობის შესახებ.
· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007
274-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი, ანუ საინფორმაციო ბიუროს მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მესაკუთრეთა შემოსავლების მონაცემების ყოველწლიური, 1 ივნისამდე წარდგენის ვალდებულება.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
274-ე მუხლში „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების მიმღები ორგანო საგადასახადო დეპარტამენტის ნაცვლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
მე-5 ნაწილში არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გამოანგარიშებიდან ამოღებულია საბაზისო განაკვეთი და ტერიტორიული კოეფიციენტი, ხოლო მე-6 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა 273-ე მუხლის მე-9 ნაწილის განაკვეთზე მითითებით. ძველი მე-7 ნაწილის ადგილზე გაჩნდა მე-7–მე-14 ნაწილები ზონირების, ინფორმაციის მიწოდების, სიების წარდგენის, დასაბეგრი ფართობის, ვალდებულების წარმოშობისა და დარიცხვის საფუძვლის შესახებ.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ოლიმპიური მოძრაობის ხე…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…