საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 88. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ტოლია ქონების საბაზრო ღირებულებისა ან აღემატება მას.

2.მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციას აც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

3.ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე. მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ, აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება: ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; გ) გადასახადის თანხები; დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.

5.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის ვადაში.

6.მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3883 - სსმ I, №72, 22.12.2010წ.,მუხ.429

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ტოლია ქონების საბაზრო ღირებულებისა ან აღემატება მას. 2. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციას აც ახორციელებს საგადასახადო ორგანო. 3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე. მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ, აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება: ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; გ) გადასახადის თანხები; დ) ჯარიმისა და საურავის თანხები. 5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის ვადაში. 6. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის  7 დეკემბრის კანონი №3883 - სსმ I, №72, 22.12.2010წ.,მუხ.429

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 22 დეკ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    13¹ ნაწილში გაუყიდავი ქონების საწყის ფასად შეძენა ახლა ეხება პირველ ან განმეორებით აუქციონს და მოითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას. 13² ნაწილში ტერმინი „მეორედ ჩატარებული“ შეიცვალა „განმეორებითით“ და ჩამოწერა შეიზღუდა გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ოდენობით.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    88-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში საწყისი ფასი აღარ არის განმარტებული აქტში მითითებული შეფასებითი ღირებულებით; დაემატა 13¹ და 13² ნაწილები განმეორებით აუქციონზე შეძენისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ხოლო მთავრობის მიერ დასადგენი წესი ახლა საწყის ფასსა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევასაც მოიცავს.

  3. პირველ ნაწილში სასამართლოს განსჯადი შუამდგომლობა ახლა ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემასაც მოიცავს და ამის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა აღიარებული დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულებას უტოლდება ან აღემატება. მე-2 ნაწილში ამოღებულია ტერიტორიული ორგანოს მითითება, ხოლო მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღსრულების საფასურს აღსრულების ხარჯი დაემატა.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  5. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

  6. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    88-ე მუხლში ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია მოსამართლის ბრძანებას დაექვემდებარა და დაზუსტდა აუქციონის განცხადების 30 კალენდარული დღის ვადა; მალფუჭებად საქონელზე ყადაღა და რეალიზაცია სასამართლოს გარეშე ხდება, ვადები კალენდარული დღეებით აითვლება, სარჩელი კი ადმინისტრაციული საჩივრით შეიცვალა.

  7. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    88-ე მუხლში ქონების შემნახველი ორგანოს დასახელება „საგადასახადო დეპარტამენტი“ შეიცვალა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.

  8. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    88-ე მუხლის მე-18 პუნქტში ამოღებულია რეალიზაციის შეწყვეტის ალტერნატიული საფუძველი — აუქციონამდე დადებული დავალიანების გადავადების წერილობითი შეთანხმება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³21²¹504940¹28385158⁴24223824166² (…5488
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…გადასახადების ადმინისტ…