Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 14¹

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 14¹. არააუდიტორული მომსახურებების გაწევის აკრძალვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აუდიტორულ ფირმას, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ან იმ ქსელის ნებისმიერ სხვა წევრს, რომელშიც ეს აუდიტორული ფირმაა გაერთიანებული, არ აქვს უფლება, აუდიტისადმი დაქვემდებარებულ იმავე სდპ-ის სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს (საქართველოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ფარგლებში) გაუწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებები: ა) აუდიტირებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებიდან აუდიტორული დასკვნის გაცემამდე პერიოდში; ბ) იმ ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც უსწრებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებით.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის აკრძალულია, გაწეულ იქნეს შემდეგი არააუდიტორული მომსახურებები: ა) მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: ა.ა)  საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებისა და დანართების მომზადებასთან; ა.ბ) ხელფასიდან/ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან; ა.გ) იმპორტის გადასახდელთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ე) საგადასახადო ორგანოების მიერ განხორციელებულ საგადასახადო კონტროლთან/ანალიტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო კონსულტაციის გაწევასთან; ბ) მომსახურება, რომელიც გულისხმობს აუდიტირებული სუბიექტის ხელმძღვანელობაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერი სახით მონაწილეობას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ბუღალტრული ჩანაწერებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; დ) სახელფასო ანგარიშსწორების მომსახურება; ე) ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან ან/და კონტროლთან ან ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ან რისკების მართვის პროცედურების შემუშავება და განხორციელება; ვ)  შეფასების მომსახურება, მათ შორის, აქტუარულ მომსახურებასთან ან სასამართლო პროცესის მხარდაჭერის მომსახურებასთან დაკავშირებით შეფასების განხორციელება; ზ) შემდეგი იურიდიული მომსახურებები: ზ.ა) იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩევლის როლის შესრულება; ზ.ბ) აუდიტირებული სუბიექტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება (წარმომადგენლობა); ზ.გ) სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში ადვოკატის ფუნქციის შესრულება; თ) აუდიტირებული სუბიექტის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული მომსახურება; ი) აუდიტირებული სუბიექტის დაფინანსებასთან, კაპიტალის სტრუქტურასა და განაწილებასთან, ინვესტირების სტრატეგიასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურებისა, როგორიცაა აუდიტირებული სუბიექტის მიერ გამოცემულ პროსპექტთან დაკავშირებით მხარდაჭერის წერილის გაცემა; კ) აუდიტირებულ სუბიექტში წილების შეთავაზება, წილებით ვაჭრობა ან მათი გარანტირებული განთავსება (ანდერაიტინგი); ლ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც უკავშირდება: ლ.ა) ისეთი კანდიდატების მოძიებას, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აუდიტისადმი დაქვემდებარებული ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე ან/და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმებაზე; ლ.ბ) სუბიექტისთვის ორგანიზაციული სტრუქტურის შედგენას; ლ.გ) სუბიექტის ხარჯების კონტროლს.

3.აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გასწიოს ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“–„ა.ზ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებები, თუ იგი იცავს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს მომსახურებები ცალ-ცალკე ან ერთობლივად პირდაპირ გავლენას არ ახდენს ან არაარსებით გავლენას ახდენს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ზემოქმედების შეფასება სრულად არის დოკუმენტირებული და განმარტებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ, აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ დამატებით ანგარიშში.

4.თუ აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, აუდიტორულ ფირმას/ქსელის წევრ აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, აუდიტის კომიტეტის თანხმობით, აუდიტის კომიტეტის მიერ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების სათანადოდ შეფასების შემდეგ აუდიტირებულ სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს გაუწიოს სხვა არააუდიტორული მომსახურებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებებისა.

5.აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული, აუდიტის კომიტეტის მიერ გამოცემული, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებით (ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში).

6.აუდიტორული ფირმა ვალდებულია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე განახორციელოს შეფასება და დაადასტუროს, რომ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცულია.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სიდ რაუნდის იურიდიული მომსახურება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მეწარმეთა შესახებ 57მეწარმეთა შესახებ 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 6ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა
  • 15აუდიტის ჩატარების წესი
  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება
  • 20აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები

მეწარმეთა შესახებ

  • 58აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 14მომსახურება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 86გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა
  • 53სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 34აუთსორსინგული მომსახურება

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 14სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17205714146152357582886533414¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს საგადასახა…მიკრობანკების საქმიანო…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო