გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 48. გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

2.2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული, ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც არ მოიცავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები.

3.2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე.

4.პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან.

4¹.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებზე ვრცელდება ყველა უფლება და ყველა ვალდებულება (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები), რომლებიც მას ჰქონდა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში. მის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობაა.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს და მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის ბრძანებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მთავრობის ვირტუალური უარის ბათილად ცნობა

    მოსარჩელე ითხოვდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის ბრძანებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს მთავრობის ვირტუალური უარის ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ჯერ კიდევ 2017 წელს, საჯარო განხილვის შესახებ განცხადების საფუძველზე, ამიტომ გამოიყენებოდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ძველი წესი. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს აქტის მომზადების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასაც. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის აქტის ბათილობა

    დავა შეეხებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მთავრობის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის აქტის ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა ადმინისტრაციული წარმოების ნაწილია. მოცემულ საქმეში სამინისტრო 2018 წლის 1 იანვრამდე უკვე მუშაობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე, ამიტომ სასამართლომ ძველი წესის გამოყენება მართებულად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე ნაგულისხმევი უარის ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მთავრობის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე ნაგულისხმევი უარის ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში ნებართვის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე სამინისტროს საქმიანობა ადმინისტრაციული წარმოების ნაწილი იყო. ვინაიდან წარმოება 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია მისი ძველი წესით დასრულება. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. 2. 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული, ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც არ მოიცავს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს, არ საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმიანობებზე ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე. 4. პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე  გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან. 4 1 . ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებზე ვრცელდება ყველა უფლება და ყველა ვალდებულება (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები), რომლებიც მას ჰქონდა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში. მის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობაა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს და მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  2. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3535¹2324255147115692814303148
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი პასუხის…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა