Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 12

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 12. საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³44¹56789

1.ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეული ფინანსური ინსტრუმენტია და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანია დანიშნული არ ჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.

3.ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ ერთეული ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. თუ ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.

3¹.თუ საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, ეს ერთეულები დემატერიალიზებული უნდა იქნეს და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში უნდა აღირიცხოს.

3².დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ ერთეულზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ.

3³.„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი ერთეულის მფლობელებისთვის ანგარიშს აწარმოებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

4.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს/სახელწოდებას, მისამართს; ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში − ნომინალური მფლობელის სახელწოდებასა და მისამართს; ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას; გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს; დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას.

4¹.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი იწარმოება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

5.საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნისა და წარმოებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რეესტრის მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას ერთეულის მფლობელებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების/ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

6.საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირის სახელწოდებას, რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნა და წარმოება.

7.რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელმა ერთეულის გასხვისება ან დაგირავება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას არ აქვს უფლება, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან მათმა რაოდენობამ შეიძლება 20-ს გადააჭარბოს ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.

8.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე.

9.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა და ერთეულის ფლობის წესები. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 22 ივლ. 2020 – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 12¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 2 ცვლილება · ბოლო 7 დეკ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 18საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი
  • 71ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები
  • 7ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 19გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით

მეწარმეთა შესახებ

  • 162აქციათა რეესტრი, აქციის ფლობა, მასზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1952⁴23¹8567261871716212
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026