Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 23

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 23. ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ მოთხოვნები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენ შეთავაზებებირისკების შეფასებასტარტაპის იურიდიული მომსახურებადეცენტრალიზებული ფინანსებისაწარმოს ღირებულების განსაზღვრაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა გადაამოწმოს, რომ: ა) თუ ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არ არის კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ინიციატორის ან თავდაპირველი კრედიტორის მიერ გაცემული სესხები ეფუძნება  ჯანსაღ და ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სესხის დამტკიცების, შესწორების, განახლებისა და დაფინანსების მკაფიოდ დადგენილ პროცესებს; აღნიშნულ ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს დანერგილი აქვს შესაბამისი სისტემები, რათა უზრუნველყოს ამ კრიტერიუმებისა და პროცესების ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპების შესაბამისად მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი (საფუძვლიანი) შეფასებისთვის გამოყენება; ბ)  ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შენარჩუნებული აქვს სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი და ეს ინსტიტუციური ინვესტორისთვის გამჟღავნებული აქვს; გ) ინიციატორი ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმავე მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ამჟღავნებს; დ) უმოქმედო მოთხოვნების შემთხვევაში მათი შერჩევისა და შეფასების ადეკვატური სტანდარტებია გამოყენებული.

2.ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა შეაფასოს ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული რისკები. აღნიშნული შეფასება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) ცალკეული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებისა და საბაზისო აქტივების რისკების შეფასებას; ბ) სეკიურიტიზაციის დეტალების შეფასებას, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შემოსავლიანობაზე (მათ შორის, გადახდების რიგითობისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების, ლიკვიდობის გაუმჯობესების მექანიზმების, საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი საკითხებისა და აღნიშნული ტრანზაქციით განსაზღვრული დეფოლტის შემთხვევების შეფასებას).

3.ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე: ა) უნდა დანერგოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის რისკის პროფილისა და სათანადო შემთხვევაში მისი პორტფელის შესაბამისი წერილობითი პროცედურები, რათა მუდმივად უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შესაბამისობის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისა და საბაზისო აქტივების შემოსავლიანობის მონიტორინგი; ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე უნდა შეძლოს მისთვის იმის დემონსტრირება, რომ სრულყოფილად ესმის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი და დანერგილი აქვს ამ ინსტრუმენტის ფლობასთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების განხორციელებისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისთვის საჭირო ყველა პოლიტიკა და პროცედურა.

4.ინსტიტუციურმა ინვესტორმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით შეიძლება დაავალოს ინიციატორისგან/თავდაპირველი კრედიტორისგან დამოუკიდებელ, შესაბამისი გამოცდილების მქონე სხვა პირს. ამ ვალდებულებების აღნიშნული პირისთვის დავალების მიუხედავად, მათი შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დავალების გამცემ ინსტიტუციურ ინვესტორს ეკისრება.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც დაზუსტდება ამ მუხლით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნები, აგრეთვე განისაზღვრება ამ კანონის მიზნებისთვის უმოქმედო მოთხოვნის მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმები.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DeFi რისკების შეფასება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ICO/STO პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 24მუხლი 26

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 24საბაზისო აქტივების კრიტერიუმები
  • 26სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 82³პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 60ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები
  • 61ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი
  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 17პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები ემიტენტის მიმართ
  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³42660615226171224262130272223
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…სააღსრულებო წარმოებათა…საინვესტიციო ფონდების …იპოთეკით დაცული ობლიგა…ინვესტიციების სახელმწი…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026