უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან: ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; ა 1 ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1909) ; ა 2 ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1909) ; ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები; გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები; დ) ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ორგანიზატორი, მათ შორის, სამორინე (მათ შორის, აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირი (ინტერნეტსამორინე)); ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური); ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები; თ) ნოტარიუსები; თ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ი) (ამოღებულია); კ) პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას; ლ) სალიზინგო კომპანიები ; მ) (ამოღებულია - 27.11.2013, №1638); ნ) ადვოკატები; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც არ ახორციელებს ფულად გზავნილს და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 -სსმ I, №66.03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6322 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6548 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4200 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №449 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1909 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 11 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
  2. „დ“ ქვეპუნქტში თამაშობების სფერო დაზუსტდა აზარტული თამაშობებისა და ინტერნეტსამორინეს ჩათვლით. ახალი „ო“ ქვეპუნქტით მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს დაემატა საგადახდო მომსახურების პროვაიდერები.

  3. მე-3 მუხლში „მ“ ქვეპუნქტი (აქტივების მმართველი კომპანია) ამოღებულია და დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან ადვოკატები.

  4. მე-3 მუხლს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირია ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების შესახებ კანონით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია.

  5. მე-3 მუხლს დაემატა „ა 2“ ქვეპუნქტი, რომლითაც კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი მონიტორინგის განმახორციელებელ პირად განისაზღვრა.

  6. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-3 მუხლის ჩამონათვალს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა ორი ახალი მონიტორინგის განმახორციელებელი: საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი („კ“) და სალიზინგო კომპანიები („ლ“).

  7. · გამოქვეყნდა 28 მარ. 2008

    მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ახალი „ა 1“ ქვეპუნქტით — ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები, ხოლო „თ 1“ ქვეპუნქტით — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფოსტო ორგანიზაციები ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2621⁴⁸21⁴⁵715250257¹37⁵347333
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…