Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 6¹

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 6¹. ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიSSI და ციფრული იდენტობარეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაციფრული ბანკინგისაბანკო შესაბამისობაბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლება აქვს ორგანიზაციას, რომელსაც ციფრული მმართველობის სააგენტოში ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის საფასური დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ან/და პენეტრაციის ტესტი შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვს უსაფრთხოებაზე შემოწმება.

3.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება გაიაროს ორგანიზაციამ: ა) რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებს; ბ) რომლის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.

4.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ან/და პენეტრაციის ტესტი კომერციული ბანკის შერჩევით შეიძლება ჩაატარონ აგრეთვე კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებულმა ორგანიზაციებმა, რომელთა სიას კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარუდგენს ეროვნული ბანკი. ციფრული მმართველობის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანიზაციების ავტორიზაციას კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებული ორგანიზაციების დამატებით სიაში რეგისტრაციით. კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებული ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე თანამშრომლების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უსაფრთხოებაზე შემოწმების მიზნით შემოწმების პროცესის ინიციირებას მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის დაწყებამდე აღნიშნული კომერციული ბანკის შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ კომერციული ბანკისთვის უსაფრთხოებაზე შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    დაემატა 6¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს აუდიტისა და პენეტრაციის ტესტის ჩამტარებელი ორგანიზაციების ავტორიზაციას, უსაფრთხოებაზე შემოწმებას და კომერციულ ბანკებში ეროვნული ბანკის როლს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ მიმოხილვებში ცილისწამება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2021
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 6კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტი
  • 10⁶ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა
  • 10⁹კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის დასკვნის ეგზემპლარის ან პენეტრაციის ტესტის დასკვნის ეგზემპლარის წარუდგენლობა

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 11კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 10სააგენტოს ფინანსები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 60¹უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 14დაწესებულების ავტორიზაცია
  • 15დაწესებულების ავტორიზაციის პირობები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹6510⁶10⁹14151711294610516¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ელექტრონული დოკუმენტის…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სარკინიგზო…ადრეული და სკოლამდელი …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026