Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 7

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 7. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:რისკების მართვასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობაკიბერუსაფრთხოების შესაბამისობაინციდენტზე რეაგირებამენეჯმენტის ტრენინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებისათვის (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი).

2.ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი; ბ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა; ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; ზ) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.

3.ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის ან ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა ჯგუფის (კოლეგიური ორგანოს) წინაშე. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას, მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული პირის (პირების) მიერ ან მასთან (მათთან) წინასწარი შეთანხმებით.

4.ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და ამ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პირებს. პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები აღნიშნულ სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენენ აგრეთვე ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს.

5.პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის მინიმალური სტანდარტები პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. თავი III. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-4 პუნქტში ყოველწლიური ანგარიშის ადრესატებად კატეგორიების მიხედვით დაემატა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო, ხოლო დაემატა მე-5 პუნქტი მენეჯერის სტანდარტების შესახებ.

  2. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი სამოქმედო გეგმის შესრულების წლიურ ანგარიშს მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს(პირებს) და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარუდგენს.

  3. 28 დეკ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6¹შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფორმაციული მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 9კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი
  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 5ინფორმაციული აქტივების მართვა

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 28³განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 30ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება
  • 27მონაცემთა უსაფრთხოება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 5ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები
  • 3ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28³53945112252930277
მნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული უსაფრთხოების …ზოგადი განათლების შესა…პერსონალურ მონაცემთა დ…სამოქალაქო უსაფრთხოები…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026