1.სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
2.აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.
3.სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრება.
4.სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით.
საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.36
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6021 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4190 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №443 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
რა ხარისხით უნდა დაასაბუთოს განმცხადებელმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობა?
დავა ეხებოდა შპს „დ-ე“-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას მოპასუხისათვის საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლასთან დაკავშირებული მოქმედებების აკრძალვით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფა დასაშვებია, როდესაც კონკრეტული გარემოებების მაღალი ალბათობით არსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების მნიშვნელოვანი გაძნელების საფრთხე, ხოლო ღონისძიება მოთხოვნის თანაზომიერია. სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორისათვის სარეგისტრაციო ცვლილებების მიმართვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებას თავად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს. ბ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ისა და 419–420-ე მუხლების გამოყენებით უცვლელად დარჩა.
როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?
ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს ძველი მეწარმეთა კანონის საფუძველზე ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობასა და საწარმოს გაუქმებას?
საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლებმა მოითხოვეს იურიდიული პირის არსებობის აღიარება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. დავა შეეხებოდა საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შედეგებს და გაუქმების შემდეგ ლიკვიდაციის მნიშვნელობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობით გამოწვეული გაუქმება სალიკვიდაციო პროცედურების დაწყებას მოასწავებს, თუმცა კლუბის რეესტრული და საგადასახადო სტატუსი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
რა გარემოებებს ითვალისწინებს სასამართლო ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას?
პაციენტმა სტომატოლოგიური კლინიკისგან უხარისხო მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. საკასაციო დავა შეეხებოდა მორალური ზიანის ანაზღაურების ორი ათასი ლარიდან ხუთას ლარამდე შემცირების დასაბუთებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შემცირებისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ჯანმრთელობის დაზიანებისა და პაციენტის ტანჯვის გარემოებები. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მორალური ზიანის ანაზღაურება ორი ათასი ლარით განსაზღვრა.
რა შემთხვევებში შეუძლია სააპელაციო სასამართლოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს?
აქციონერმა ბანკის სამართალმემკვიდრისგან აქციების დაკარგვით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გააუქმა და საქმე ზიანის ოდენობის დასადგენად უკან დააბრუნა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველ ინსტანციას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა დაუბრუნოს და მოცემულ საქმეზე თავად შეეძლო სადავო გარემოებების გამოკვლევა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
ვრცელდება თუ არა კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა აქციონერზე, რომელიც საერთო კრებაზე კანონით დადგენილი წესით არ მიუწვევიათ?
აქციონერი მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე წესდებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კრებაზე აქციონერის კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობის გამო კრების ოქმის შედგენიდან გასაჩივრების ორთვიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა, ხოლო ხანდაზმულობის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების შეტყობის ან შეტყობის სავალდებულო დროიდან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწვევის დარღვევამ აქციონერს აქციების უპირატესი შეძენის უფლების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.2. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე, რომელიც იმავე კანონით განისაზღვრება.4. სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით.საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.36საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6021 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4190 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №443 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
მე-3 პუნქტში 50 და ნაკლები აქციონერის მქონე საზოგადოებისთვის რეესტრის თვითონ წარმოების შესაძლებლობას დაემატა გამონაკლისი ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, რომლის რეესტრს დამოუკიდებელი რეგისტრატორი აწარმოებს. მე-4 პუნქტით აქციების გადაცემის წესი ჩანაცვლდა მითითებით, რომ აქციონერთა რეესტრი იწარმოება ეროვნული ბანკის წესების მიხედვით.
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
51-ე მუხლის ოთხივე პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: აქციები განისაზღვრება წესდებით დადგენილი კლასითა და რაოდენობით, საკუთრება დასტურდება რეესტრის ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, ხოლო სერტიფიკატისა და ინდოსამენტის წესი ამოღებულია.
51.3 პუნქტში დამოუკიდებელი რეგისტრატორის სავალდებულო გამოყენების ზღვარი 100 აქციონერიდან 50 აქციონერზე შეიცვალა, ხოლო თვითწარმოების არჩევანი 50-ზე ნაკლებ აქციონერს უკავშირდება; ამოღებულია სიტყვა „სურვილისამებრ“.
· გამოქვეყნდა 26 ივნ. 1999
51.1 და 51.2 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა (აქციის განმარტება, პასუხისმგებლობა, კაპიტალის მინიმუმი, საკუთრების დადასტურება რეესტრით), ხოლო ახალი 51.4 აწესრიგებს აქციების გადაცემას.
· გამოქვეყნდა 15 ივლ. 1998
51-ე მუხლს დაემატა 51.3 პუნქტი აქციონერთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ: 100-ზე მეტი აქციონერისას სავალდებულოა დამოუკიდებელი რეგისტრატორი, სხვა შემთხვევაში არჩევანი საზოგადოებას აქვს.