ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 22

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო (შემდგომში – ბიურო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.ბიუროდან, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით; ბ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით; გ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით.

3.პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ, პასუხისმგებელ პირს, ასევე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი.

4.ყველა მზღვეველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, ვალდებულია ბიუროში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 20% თითოეულ დაზღვეულზე. მზღვეველის მიერ ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედება ბიუროში სადაზღვევო პრემიის შენატანებზე არ ვრცელდება.

5.მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალ­დებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელ­დება საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდე­ბის განთავსებისა და ინვესტირების წესი.

6.ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7.ზიანის ანაზღაურებისათვის მფლობელმა, დაზარალებულმა ან დაზარალებულის წარმომადგენელმა ბიუროში უნდა წარადგინოს ცნობები ზიანის მიყენების დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებიც განისაზღვრება ბიუროს დებულებით. ბიუროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

8.ბიურო უფლებამოსილია გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

9.ბიურო ახორციელებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს და ასრულებს კოორდინატორის ფუნქციას ამ საქმიანობაში. ბიუროს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

10.მზღვეველი, საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილეობის მისაღებად, აფორმებს ბიუროსთან შესაბამის ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მზღვეველსა და ბიუროს შორის უფლება-მოვალეობანი.

11.საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემაში მონაწილე მზღვეველის სავალდებულო შესატანების ოდენობა განისაზღვრება ბიუროს დებულებით.

12.საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – „მწვანე ბარათის“ სისტემის მონაწილე მზღვეველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლ ის კანონი №1784 - სსმ I,  №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.16 საქართველოს 2001 წლის 20 ივნის ის კანონი № 963 - სსმ I,  № 20 , 03 .0 7 . 2001 წ., მუხ. 70 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I,  № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრი ს კანონი № 4222 - სსმ I,  № 2 , 04 .0 1 . 2007 წ., მუხ. 28 საქართველოს 2007 წლის 11 ივლის ის კანონი № 5270 - სსმ I,  № 30 , 30 .

07.2007 წ., მუხ. 341

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 30 ივლ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31164076202523353931322
მითითებამნიშვნელობით ახლოსავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ტერიტორიაზ…საჯარო სამართლის იურიდ…იურიდიული დახმარების შ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ადმინისტრა…