1.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა.
2.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი.
3.დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
4.საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .
4¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
თავი XXXVII
გადასახადის დეკლარირება და საანგარიშო პერიოდი
შეიძლება თუ არა ნარდობის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავდეს?
დავა ეხებოდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ფართის მიწოდების შედეგად მიუღებელი შემოსავლისა და მომსახურების ფასში შემავალი დღგ-ის თანხის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი შეიძლება მოიცავდეს მიუღებელ შემოსავალსაც, თუმცა მოშლის ფაქტი უნდა დადგინდეს. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე უარის ნაწილი გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სსსკ 412-ის საფუძველზე. დღგ-ის თანხის დაკისრება უცვლელად დარჩა, ხოლო პროცენტის მოთხოვნაზე უარი მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
ვალდებულია თუ არა სააპელაციო სასამართლო შეაფასოს მის მიერ მიღებული ახალი მტკიცებულებები?
საქციო საზოგადოება ინდივიდუალური მეწარმისგან მიწოდებული პურის საფასურის სახით 4111 ლარს ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, თუმცა მის მიერ მიღებული ახალი გადახდის ქვითრები არ შეაფასა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეაფასოს კანონით დადგენილი წესით მიღებული ყველა მტკიცებულება და დაასაბუთოს მისი უარყოფა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლის საფუძველზე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
შესაძლებელია თუ არა ზიანის ანაზღაურების სადავო მოთხოვნის გაქვითვა მომსახურების საფასურის დავალიანების წინააღმდეგ?
შპს „ც“ სს „.. ..-ისგან“ დაცვითი მომსახურების საფასურის გადახდას მოითხოვდა, ხოლო მოპასუხე ქონების დანაკლისით მიყენებული ზიანის მოთხოვნის გაქვითვას ეყრდნობოდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გაქვითვისთვის საპასუხო მოთხოვნა უნდა იყოს ნამდვილი და უდავო, ხოლო ზიანთან დაკავშირებული სადავო გარემოებები სასამართლო წესით უნდა გადაწყდეს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ხელმოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების არსებობას ან აღიარებას არ ადასტურებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა.2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი.3. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .4 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78საქართველოს 2010 წლის21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272თავი XXXVIIგადასახადის დეკლარირება და საანგარიშო პერიოდი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 მარ. 2010 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
248 მუხლის პირველ ნაწილში ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვადა მიმღების მოთხოვნიდან მეორე დღეა, ხოლო 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შემთხვევებზე ცალკე წინადადებით არის დადგენილი მომდევნო თვის 12 რიცხვამდე წარდგენის ვალდებულება.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
248-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების გამონაკლისი პირველი წინადადებიდან, ხოლო ამ შემთხვევებში ფაქტურის გამოწერა და წარდგენა მიმღების მოთხოვნისას მომდევნო თვის 12 რიცხვამდეა დადგენილი.
· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010
მე-3 ნაწილში არასწორად შევსებული ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების წესი შეიცვალა და ვადად მომდევნო წლის 15 იანვარი განისაზღვრა; დაემატა 4¹ ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ.
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007
248-ე მუხლის პირველ ნაწილში 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მიწოდებებისთვის დაწესდა განსხვავებული ვადა — საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვი; დანარჩენისთვის მე-2 დღის წესი რჩება.