საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 114. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

2.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საგადასახადო ორგანო ჩათვლის, რომ გადასახადის გადამხდელი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებული დოკუმენტების განადგურებთ, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

3.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსაგან საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ.

4.სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცედურები. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ გადასახადის გადამხდელის ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საგადასახადო ორგანო ჩათვლის, რომ გადასახადის გადამხდელი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებული დოკუმენტების განადგურებთ, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით. 3. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსაგან საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. 4. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცედურები. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ გადასახადის გადამხდელის ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21⁴⁶1139926526426817² (…17 (დ…5 (და…1253³138154114
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…უცხოელთა და მოქალაქეობ…