1.პირს უფლება აქვს, „საგადასახადო მოთხოვნა“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს შესაგებელი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და იმავე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობისას საგადასახადო ორგანოს უარი ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით შემოსავლების სამსახურში (გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საბჭოში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ 1 ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, თუ საჩივრის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შესაძლებელია პირდაპირ საბჭოში;
გ) სასამართლოში.
2.თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს სხვადასხვა თარიღიდან, უპირატესობა ენიჭება პირის მიერ შესაგებლის მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა შესაგებელი საგადასახადო ორგანომ.
3.თუ პირი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ ვადებში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):
ა) საგადასახადო ორგანოს „საგადასახადო მოთხოვნას“ ან შესაგებელს, „საგადასახადო მოთხოვნა“ აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უარზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;
ბ) საგადასახადო ორგანოს უარს, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და უარზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეს მიიჩნევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად და აღნიშნულ აქტზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს უფლება აქვს, „საგადასახადო მოთხოვნა“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს შესაგებელი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და იმავე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობისას საგადასახადო ორგანოს უარი ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით შემოსავლების სამსახურში (გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);ბ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საბჭოში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);ბ 1 ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, თუ საჩივრის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შესაძლებელია პირდაპირ საბჭოში;გ) სასამართლოში.2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს სხვადასხვა თარიღიდან, უპირატესობა ენიჭება პირის მიერ შესაგებლის მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა შესაგებელი საგადასახადო ორგანომ.3. თუ პირი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ ვადებში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):ა) საგადასახადო ორგანოს „საგადასახადო მოთხოვნას“ ან შესაგებელს, „საგადასახადო მოთხოვნა“ აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უარზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;ბ) საგადასახადო ორგანოს უარს, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და უარზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;გ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეს მიიჩნევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად და აღნიშნულ აქტზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318საქართველოს 2010 წლის23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 თებ. 2010 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
155-ე მუხლის პირველ ნაწილში შესაგებლისა და უარის გასაჩივრების ვადა 5-დან 20 კალენდარულ დღემდე გაიზარდა და სუბიექტთა ჩამონათვალი შეიცვალა „პირით“; იგივე ჩანაცვლებაა მე-2 და მე-3 ნაწილებშიც.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009
155-ე მუხლის პირველ ნაწილში შემოვიდა საბჭოში გასაჩივრების ახალი „ბ“ ქვეპუნქტი, „ა“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი, ხოლო სასამართლოში გასაჩივრება „გ“ ქვეპუნქტად გადავიდა.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
155-ე მუხლში გასაჩივრების ვადები და წესი ახლებურად განისაზღვრა (20 და 5 კალენდარული დღე, შემოსავლების სამსახური ან სასამართლო), მე-2 ნაწილით დაემატა ვადის აღრიცხვის უპირატესი თარიღი, ხოლო მე-3 ნაწილით გაუსაჩივრებლობას დაემატა აღიარების, განუხილველობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები.
1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია არბიტრაჟი და დარჩა მხოლოდ სასამართლო. მე-2 პუნქტი, რომელიც საჩივარში დავის გადაწყვეტის ფორმისა და არბიტრაჟის მითითებას ითვალისწინებდა, ამოღებულია.