საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 156. საგადასახადო დავის განხილვა შემოსავლების სამსახურში

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს იგი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული. თუ შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას , თუ გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე . გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო .

3.შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა (სხდომები).

4.შემოსავლების სამსახური დავის განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

5.შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი; გ) შემოსავლების სამსახურის დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სადავო საკითხის განმეორებით განხილვის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

6.გადაწყვეტილებას ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

7.საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება).

8.თუ შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს იგი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული. თუ შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას , თუ გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე . გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო . 3. შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა (სხდომები). 4. შემოსავლების სამსახური დავის განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. 5. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი; გ) შემოსავლების სამსახურის დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სადავო საკითხის განმეორებით განხილვის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი. 6. გადაწყვეტილებას ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 7. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება). 8. თუ შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    156-ე მუხლის მე-8 ნაწილში სიტყვა „უარს“ შეიცვალა სიტყვებით „უარის თქმას“; ვადაში გადაწყვეტილების არმიღება ან არგაგზავნა ახლა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  3. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
  5. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-7 პუნქტში ძველი ნორმა ვადის გაშვებით უარის ჩათვლის შესახებ შეიცვალა შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნის“ 3 სამუშაო დღეში გაგზავნის ვალდებულებით, ხოლო ვადის გაშვებით უარის წესი, საგადასახადო დეპარტამენტის ნაცვლად შემოსავლების სამსახურზე მითითებით, მე-8 პუნქტად ჩამოყალიბდა.

  6. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    156-ე მუხლის მე-6 ნაწილში დეპარტამენტი გადაწყვეტილებას 3 დღეში უგზავნის გადამხდელს, ხოლო მასალებს საბჭოს გადასცემს მხოლოდ მაშინ, თუ მომჩივანმა საჩივარში საბჭოში განხილვა მიუთითა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²1551579930529930217² (…19 (დ…41⁹37¹³37¹²37¹¹3050156
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…