საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 85. საგადასახადო გირავნობა / იპოთეკა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

3.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება; შეტყობინება იმავდროულად ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

3¹.მარეგისტრირებელი ორგანოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სავალდებულო წესით აღნიშნული უნდა იყოს : ა ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი , გვარი და პირადი ნომერი , იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი ; ბ ) ( ამოღებულია).

3².თუ საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება არ შეიცავს ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს , მარეგისტრირებელი ორგანო უარს აცხადებს საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე .

3³.იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის ან გაუქმების შესახებ შეტყობინებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

4.საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი , რომლის დენაც ჩერდება : ა ) გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში ; ბ ) საწარმოს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში ; გ ) საგადასახადო დავის მიმდინარეობისას ; დ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას.

5.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შედეგად სრულად ვერ განხორციელდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

5¹.თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო ვალდებულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

6.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე წესით, როგორიც იყო გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დაწყებამდე.

7.თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე, გარდა ამ მუხლის 5 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულად ითვლება: ა) დავალიანების დაფარვისთანავე, თუ გადასახადის გადამხდელმა სრულად დაფარა დავალიანება; ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლისთანავე; გ) ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ ) „ გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში. ვ) ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9.იმ ქონებაზე, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ: ა) საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებს ამონაგებ თანხას; ბ) საგადასახადო ორგანო მიიღებს საბანკო ან საფინანსო გარანტიას ამ კოდექსის 84 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ( ამოღებულია).

10.( ამოღებულია).

11.( ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5126 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.259 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.82 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2796 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.83 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. 2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. 3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება; შეტყობინება იმავდროულად ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. 3 1 . მარეგისტრირებელი ორგანოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სავალდებულო წესით აღნიშნული უნდა იყოს : ა ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი , გვარი და პირადი ნომერი , იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი ; ბ ) ( ამოღებულია). 3 2 . თუ საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება არ შეიცავს ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს , მარეგისტრირებელი ორგანო უარს აცხადებს საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე . 3 3 . იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის ან გაუქმების შესახებ შეტყობინებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი , რომლის დენაც ჩერდება : ა ) გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში ; ბ ) საწარმოს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში ; გ ) საგადასახადო დავის მიმდინარეობისას ; დ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას. 5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შედეგად სრულად ვერ განხორციელდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 5 1 . თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო ვალდებულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 6. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე წესით, როგორიც იყო გაკოტრების საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დაწყებამდე. 7. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე, გარდა ამ მუხლის 5 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 8. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულად ითვლება: ა) დავალიანების დაფარვისთანავე, თუ გადასახადის გადამხდელმა სრულად დაფარა დავალიანება; ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლისთანავე; გ) ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ ) „ გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში. ვ) ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 9. იმ ქონებაზე, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ: ა) საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებს ამონაგებ თანხას; ბ) საგადასახადო ორგანო მიიღებს საბანკო ან საფინანსო გარანტიას ამ კოდექსის 84 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ( ამოღებულია). 10. ( ამოღებულია). 11. ( ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5126 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.259 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  23 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.82 საქართველოს 2010 წლის  23 მარტის კანონი №2796 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.83 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 მარ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    85-ე მუხლის მე-11 ნაწილი ამოღებულია: ტექსტიდან გავიდა საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვისგან განთავისუფლების ცნობის გაცემის დანაწესი გირავნობის/იპოთეკის გაუქმებისას.

  2. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    85-ე მუხლის ჩამონათვალს, „ქონების რეალიზაციის შემთხვევაში“ ტექსტის შემდეგ, დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას კოდექსის 88-ე მუხლის 13² ნაწილის საფუძველზე.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    85-ე მუხლში გაუქმდა „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინტერესის შემთხვევას ითვალისწინებდა.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  5. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
  6. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    მე-9 პუნქტში გაუქმების საფუძველი ახლა „სახელმწიფო ინტერესია“ და ცნობის გაცემის ნინადადება აქედან ამოღებულია. იგივე დანაწესი ცალკე ახალ მე-11 პუნქტად ჩამოყალიბდა და უკავშირდება გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების ნებისმიერ შემთხვევას.

  7. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2007

    85-ე მუხლს დაემატა 3¹ და 3² ნაწილები შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებისა და რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ასევე მე-10 ნაწილი, რომელიც კომერციულ ბანკს აძლევს პირველი რიგის იპოთეკარის ადგილის დაკავების უფლებას 1 წლის ვადის გაშვებისას, გამონაკლისებით.

  8. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-2 ნაწილში „აღიარებული ვალდებულება“ შეიცვალა „აღიარებული დავალიანებით“ და უფლება გავრცელდა ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (ლიზინგით მიღებულის გარდა); მე-3 ნაწილში ამოღებულია შეტყობინების 15-დღიანი ვადა და ადრესატებს დაემატა საგადასახადო აგენტი და სხვა ვალდებული პირი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³20258289⁶25784¹88239238241637985
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…