საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 84¹. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე , რომელსაც უნდა ერთოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ( გადასახდელი გადასახადის ან / და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით ) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია .

2.საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს.

3.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ვალდებულებების დაფარვაზე იდება ხელშეკრულება , რომლითაც განისაზღვრება დაფარვის გრაფიკი და სხვა პირობები .

4.ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან / და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება .

5.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს , თუ : ა ) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო ; ბ ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო .

6.ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად , ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად .

7.გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე -6 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება .

8.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან .

9.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება : ა ) შესაბამისი გადაწყვეტილების ( ხელშეკრულების ) ვადის ამოწურვისას ; ბ ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს ; გ ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს .

10.გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით გადასცემს გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით დადგენილი წესით . გადაწყვეტილების ასლი ამავე ვადაში ეგზავნება საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით .

11.საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე , რომელსაც უნდა ერთოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ( გადასახდელი გადასახადის ან / და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით ) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია . 2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს. 3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ვალდებულებების დაფარვაზე იდება ხელშეკრულება , რომლითაც განისაზღვრება დაფარვის გრაფიკი და სხვა პირობები . 4. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან / და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება . 5. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს , თუ : ა ) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო ; ბ ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო . 6. ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად , ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად . 7. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე -6 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება . 8. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან . 9. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება : ა ) შესაბამისი გადაწყვეტილების ( ხელშეკრულების ) ვადის ამოწურვისას ; ბ ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს ; გ ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს . 10. გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით გადასცემს გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით დადგენილი წესით . გადაწყვეტილების ასლი ამავე ვადაში ეგზავნება საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . 11. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2004 – 1 იან. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    84¹ მუხლის მე-2 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები და ზღვრები განისაზღვრა 5 000 000 ლარის ზღვრით ფინანსთა მინისტრსა და შემოსავლების სამსახურის უფროსს შორის.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    ახალი 84¹ მუხლი ადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საფუძველს, გარანტიის მოთხოვნას, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს, ზღვრებს, შეუძლებლობის შემთხვევებსა და შეწყვეტის წესს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
348518²632932482385 (და…17 (დ…13⁶25213084¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…შრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…