ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 28

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით თუ დებულებებით.

2.საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის, ბრძანებულებისა და ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3.საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით ან დებულებებით.

4.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

5.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და ამ ორგანოთა ნორმატიული აქტებით.

6.თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის მიერ ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებით.

7.(ამოღებულია - 29.06.07 №5164). საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248 საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3181 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.126 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3241 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.184 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის  კანონის №4293 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.6 საქართველოს 2007 წლის  30 მარტის კანონი №4601 - სსმ I,  №11, 10.04.2007 წ., მუხ.105 საქართველოს 2007 წლის  28 მარტის კანონი №4534 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4860 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.189 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5164 - სსმ I , №27, 17.07.2007 წ., მუხ.270 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5469 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.380 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5923 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.43 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1138- სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.35 საქართველოს 2009 წლის  24 სექტემბრის კანონი №1686 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.169

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 1 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 29

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
  3. · გამოქვეყნდა 23 აპრ. 2007

    28-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო, რომლის ნორმატიული აქტების მომზადებისა და მოქმედების წესი ახლა ამ პუნქტით რეგულირდება.

  4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ ორგანოდ დასახელდა სახელმწიფო სააგენტო, ენერგეტიკის შესახებ კანონის მითითება შეიცვალა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონით, ხოლო „რეგლამენტი და დებულება“ მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დასახელება განახლდა, ჩამონათვალიდან ამოღებულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონი და დაემატა საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ კანონი.

  6. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-3 პუნქტში ნორმატიული აქტების მიღების წესის მოქმედების სიაში სამი ადმინისტრაცია შეიცვალა ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიით, ხოლო კანონის სახელწოდება „ტრანსპორტის სფეროს ...“ და სიტყვა „პროდუქციის“ ახლებურად არის ჩამოყალიბებული.

  7. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სააგენტოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღებისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა კანონებით, მათ შორის „სტანდარტიზაციის შესახებ“ კანონით; საზღვაო ადმინისტრაციის დასახელება დაზუსტდა „ტრანსპორტით“.

  8. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში აკრედიტაციის ცენტრის აქტების მომზადებისა და გამოცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ კანონით; ჩამონათვალი დაზუსტდა.

  9. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში პრეზიდენტის ბრძანებულებით დასარეგულირებელ ბრძანებათა წრეს დაემატა საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.

  10. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    28-ე მუხლის მე-6 პუნქტში ორგანოს დასახელება შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოთი, ხოლო ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესის ჩამონათვალიდან „მიღება“ ამოღებულია.

  11. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესს პრეზიდენტის ბრძანებულება ადგენს.

  12. მე-2 პუნქტში პრეზიდენტის აქტების მომზადების წესის მარეგულირებელი ბრძანებულების დასახელება შეიცვალა (პრეზიდენტის ნორმატიული აქტები), ხოლო მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანებისთვის დაემატა ცალკე წესი, რომელიც კონსტიტუციას, ამ კანონს, მთავრობის შესახებ კანონსა და მთავრობის დადგენილებას ეყრდნობა.

  13. · გამოქვეყნდა 2 მარ. 2004

    28-ე მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტის მომზადებისა და მიღების წესი დაემატა მოწესრიგების სფეროს, ხოლო დაჩქარებული წესის ფორმულირებას დაემატა სიტყვა „დადგენილი“.

  14. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ამ წესის მოქმედება გავრცელდა სამ ადმინისტრაციაზე და მიეთითა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი კანონი.

  15. 28-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია კონსტიტუციური და ორგანული კანონის გამარტივებული წესით მიღების აკრძალვის წინადადება; კანონის პროექტისთვის რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში დარჩა მხოლოდ დაჩქარებული წესი.

  16. 28-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადებისა და გამოცემის წესს ამ კანონსა და სამსახურის დებულებას უკავშირებს.

  17. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დაემატა ორგანოთა ჩამონათვალს, ხოლო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი — წესის განმსაზღვრელ კანონებს.

  18. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სააგენტო დაემატა იმ ორგანოებს, რომელთა აქტების მომზადებისა და გამოქვეყნების წესი სპეციალური კანონებით განისაზღვრება, და ჩამონათვალს დაემატა კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“.

  19. 28-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადება-გამოცემის წესის წყაროებს.

  20. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისია დაემატა იმ ორგანოებს, რომელთა აქტების მომზადებისა და გამოქვეყნების წესი კანონით განისაზღვრება, და ამ წესის წყაროთა ჩამონათვალს დაემატა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონი.

  21. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისიის ნორმატიული აქტების გამოცემისა და გამოქვეყნების წესი ახლა განისაზღვრება კონსტიტუციით, ამ კანონითა და სამი საარჩევნო კანონით.

  22. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგია დაემატა იმ ორგანოებს, რომელთა აქტების მომზადებისა და მოქმედების წესს მისი კანონი განსაზღვრავს.

  23. · გამოქვეყნდა 23 თებ. 1999

    28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის აქტების მომზადებისა და გამოქვეყნების წესის წყაროდ დასახელდა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ კანონი.

  24. · გამოქვეყნდა 14 იან. 1999

    28-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისიის ნორმატიული აქტების მომზადება-გამოქვეყნების წესი ახლა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონითაც განისაზღვრება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20325544281616742261428
მნიშვნელობით ახლოსდემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო ვალის შესახ…საგადახდო სისტემისა და…