1.საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს.
2.საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
3.საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
4.საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია სათანადო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.
5.საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს.2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.4. საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია სათანადო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.5. საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:
1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს. 2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 4. ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების მიზნების გარდა, საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია. 5. საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან
1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს.2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.4. ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების მიზნების გარდა, საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია სათანადოშესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.5. საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო პენსიის შეს…სოფლის მეურნეობისა და …ფულის გათეთრებისა და ტ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა