საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 49. შერწყმის დასრულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას.

2.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

3.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

4.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება.

6.ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს  გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება. 6. ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1723¹14914116¹24546446765724749
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებნავთობისა და გაზის შეს…ნებაყოფლობითი კერძო პე…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა