„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 12. დავის განხილვა

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერ­გიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვე­ვაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2.კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლი­სათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმა­რებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

4.დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებ­ლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართვე­ლოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვე­ვისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქა­ლაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვე­ტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველ­ყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავა­ლიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამო­სილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმა­რებლისგან მოით­ხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინე­ბა – შეუწ­ყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.

5.ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავი­სუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარე­ბისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-586-20192019-06-2838
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    რა მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს ხანდაზმული დავალიანების აღიარების გარიგების ნამდვილობის შეფასებისას?

    სს „თ.“ მოპასუხისგან ელექტროენერგიის მიმდინარე და რესტრუქტურიზებული დავალიანების, სულ 5135.33 ლარის გადახდას ითხოვდა. დავა შეეხებოდა ხანდაზმული დავალიანების აღიარების ნამდვილობას იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს ხელშეკრულების დადებამდე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ გარემოებებში ვალის აღიარების გარიგება ზნეობის საწინააღმდეგო და უცილოდ ბათილი იყო. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი; შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 788.25 ლარის დაკისრების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    როგორ განისაზღვრება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის დავის საგნის ღირებულება, როცა სასამართლომ დამოუკიდებელი საქმეები ერთ წარმოებაში გააერთიანა?

    ენერგოკომპანია სამი აბონენტისგან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რამდენიმე დამოუკიდებელი საქმის ერთ წარმოებაში გაერთიანება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის მათი ღირებულებების შეკრებას არ იწვევს. ვინაიდან თითოეული მოთხოვნა ათას ლარს არ აღემატებოდა, სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ 411-ე მუხლით და დავის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებზე პოზიცია არ გამოუხატავს.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა გარემოებებში შეიძლება ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება ამორალურ გარიგებად შეფასდეს?

    ელექტროენერგიის მიმწოდებელი ითხოვდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მიმდინარე დავალიანების დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიმდინარე დავალიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო რესტრუქტურიზებული დავალიანების მოთხოვნაზე უარი თქვა; სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას მიიჩნია, რომ სადავო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება ამორალური შინაარსის გამო ბათილი იყო და შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებას. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6342137122051313757992742412
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…ელექტრონული კომუნიკაცი…