„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 15. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენ­ზია­ტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდე­ბულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებ­ლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

2.თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.

3.განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლო­ბელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარა­გების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.

4.განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვი­სი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბ­ვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.

5.მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმა­რებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივი­დუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივი­დუა­ლური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოე­ბამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.

6.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებ­ლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლო­ბელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგის­ტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.

7.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთ­რის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმა­რებ­ლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიც­ხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიც­ხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწი­ლების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზ­ღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიც­ხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწ­ვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორ­ციულად; დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავში­რებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგა­რიშ­­სწორებო) და ინდივიდუალური მრიცხვე­ლების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებ­ლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტრო­ენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებ­ლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწი­ლების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

8.თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიან ტი ვალდებულია: ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება; ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.06.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 20

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება არალიცენზიანტი მესაკუთრის ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაცია?

    ელექტროგადამცემი ქსელის არალიცენზიანტმა მესაკუთრემ ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაცია მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციის განსაზღვრისას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ანალოგიით გამოიყენება და მხედველობაში მიიღება ქსელის მოვლა-პატრონობის მომსახურებაც. კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების ქსელისთვის დადგენილ შესაბამის ტარიფს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება არალიცენზიანტის ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

    დავა შეეხებოდა არალიცენზიანტი კომპანიის ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისთვის გადასახდელ თანხას. უზენაესმა სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა სახელშეკრულებო ურთიერთობისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდი და განმარტა, რომ კანონისმიერი თმენის ფარგლებში გატარების საფასური და თმენის კომპენსაცია სპეციალური რეგულაციით ერთიანად განისაზღვრება. 2015 წლის 1 იანვრიდან მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით ყოველ გატარებულ ერთ კილოვატსაათზე 0,0016 თეთრი განისაზღვრა. 2014 წლის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა და სხვა მტკიცებულებების დამატებით გამოსაკვლევად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • №ას-1522-20182019-05-2025
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება კანონიდან წარმოშობილ ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის მოთხოვნაზე, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება აღა

    მოსარჩელე კომპანია მოპასუხე კომპანიისგან მის ელექტროგადამცემ ქსელში ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების არარსებობისას კანონიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ათწლიანი საერთო ვადა ვრცელდებოდა. სასამართლომ 2014 წლიდან კომპენსაციის გაანგარიშებისათვის სემეკის სპეციალური ფორმულა გამოიყენა და განმარტა, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელეს 66 095.38 ლარი მიეკუთვნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მხოლოდ მისი დასკვნების გაზიარებაზე ზოგადი მითითებით?

    დავა შეეხებოდა მოსარჩელის ელექტროგადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის გატარების საფასურსა და ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის დაბრუნებას. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მის წინააღმდეგ დაკისრებული გატარების საფასური. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შემოიფარგლება პირველი ინსტანციის დასკვნების გაზიარების ზოგადი მითითებით და უნდა შეაფასოს სააპელაციო პრეტენზიები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსსკ 412-ე მუხლის საფუძველზე.

  • №ას-1493-20232025-06-0679
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგის ავტომატურად დაკისრება ქსელის მფლობელისათვის?

    სს „თ–ი“ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისაგან ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვდა, წევრები კი შეგებებული სარჩელით ითხოვდნენ ქსელით სარგებლობის კომპენსაციასა და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ საწარმოს მოთხოვნის უარყოფა და 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის კომპენსაციის დაკისრება ძალაში დატოვა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან კომპენსაცია, განსხვავებული შეთანხმების არარსებობისას, სემეკის მეთოდოლოგიით განისაზღვრება და მხარეს შესაბამისი მონაცემების წარდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამ პერიოდის კომპენსაციის საკითხი სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მხოლოდ ზოგადად დაეთანხმოს და აპელანტის პრეტენზიები შეუფასებლად დატოვოს?

    დავა შეეხებოდა მოსარჩელის ელექტროგადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის გატარების საფასურსა და ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის დაბრუნებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა აპელანტის ფაქტობრივი და სამართლებრივი პრეტენზიები და პირველი ინსტანციის დასკვნებს მხოლოდ ზოგადად დაეთანხმა. სასამართლოს განმარტებით, მოკლე დასაბუთება ბლანკეტურ მითითებას არ ნიშნავს და მტკიცებულების უარყოფის მიზეზიც გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 12 აგვ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კომპენსაციის გაცემა შეიცვალა კომისიის გაანგარიშების წესებით განსაზღვრული თანხით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.

  2. მე-15 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც კომისიის წინასწარი თანხმობით აძლევს განაწილების ლიცენზიატს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველით აღრიცხვისა და ანგარიშსწორების უფლებას. ლიცენზიატს ეკისრება ხელშეკრულების კომისიისთვის დროულად წარდგენისა და თითოეული მომხმარებლის აბონენტად აყვანის ვალდებულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151628864³ (…64² (…1657816245¹315
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…მესამე პირების მფლობელ…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ელექტროენერგიის საცალო…