„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

რედაქცია №37კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე კობერიძე

1.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებუ­ლებას გადაიხადოს მიღებული ელექტრო­ენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებ­ლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზ­ღვრუ­ლი პირობები.

2.ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგუ­ლირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავ­რის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4.განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსა­ხურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერი­ლობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

5.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამე­ბოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით გან­საზღვრულ მოთხოვნებს.

6.განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრუ­ლება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

6¹.მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.

6².განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).

7.განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ: ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა  ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 7 2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში). 7 1. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).

7².განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე: ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას); ბ) აქტის შედგენის  შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს; გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს; დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.

8.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუ­შაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).

9.ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყო­ფაც­ხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

10.ამ   წესებში  მითითებული  ვადების  ათვლა  ხდება  იმავე  წესითა  და  პირობებით,  როგორც  ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1582-20182022-02-0955
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    წარმოადგენს თუ არა აბონენტის დავალიანების განაწილვადების ხელშეკრულებაზე მესამე პირის ხელმოწერა თავისთავად სკ 341-ით გათვალისწინებულ ვალის აღიარებას?

    ელექტროენერგიის მიმწოდებელმა სააქციო საზოგადოებამ მოითხოვა აბონენტის დავალიანების ანაზღაურება მესამე პირისაგან, რომელმაც ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. დავის საგანი იყო, წარმოშობდა თუ არა ხელმოწერა მესამე პირის პირად პასუხისმგებლობას ვალის აღიარების, სხვისი ვალდებულების შესრულების ან ვალის გადაკისრების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით პასუხისმგებლობის არცერთი დასახელებული საფუძველი არ დასტურდებოდა და ხელშეკრულების ბუნდოვანება მოვალის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ 411-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ას-1582-20182022-02-0955
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    წარმოშობს თუ არა აბონენტის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე მესამე პირის ხელმოწერა მის პირად პასუხისმგებლობას?

    ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირისგან აბონენტის დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელმოწერა თავისთავად არ ადასტურებდა მესამე პირის მიერ სხვისი ვალის საკუთარ თავზე აღებას, ხოლო შეთანხმება არც ვალის აბსტრაქტული აღიარების ან გადაკისრების წინაპირობებს აკმაყოფილებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ დაამტკიცა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და სსსკ 411-ე მუხლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ელექტროენერგიის დავალიანების გადანაწილების შეთანხმების ვალის აღიარებად შესაფასებლად?

    მოსარჩელე სააქციო საზოგადოება მოპასუხისაგან მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების, 3110.91 ლარის, გადახდას მოითხოვდა. ქვედა ინსტანციებმა სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილეს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია დავალიანების გადანაწილების შესახებ შეთანხმების სამართლებრივი შინაარსი და ვალის აღიარებისა და ხანდაზმულობის შესახებ ნორმების გამოყენების წინაპირობები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება ვალის აღიარების ხელშეკრულების გაქარწყლებისა და შემდგომი დავალიანების გადახდის ვალდებულების არარსებობის დამტკიცება?

    სს „თ–მა“ ქ.ჯ–ისგან მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების, 4438.18 ლარის, გადახდა მოითხოვა. დავა შეეხებოდა წერილობით აღიარებულ და შემდგომ წარმოშობილ დავალიანებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცება აღიარების გასაქარწყლებლად ან შემდგომი დავალიანების გადახდის ვალდებულების არარსებობის დასადასტურებლად. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?

    მოსარჩელე სს „თ-ის“ მიმართ ელექტროენერგიის საფასურის სახით დარიცხული 7366.82 ლარის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მიმწოდებლის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და დაასკვნა, რომ სსსკ 391-ე მუხლის შესაბამისი არცერთი საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლების არსებობას ამოწმებს უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტისას?

    სს „ე. ჯ-ამ“ სს „ბ-ისგან“ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოითხოვა. დავა შეეხებოდა იმას, ეკისრებოდა თუ არა აბონენტს მის მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, როდესაც ელექტროენერგიას სხვა საწარმოც მოიხმარდა. პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს 5488,53 ლარის გადახდა დააკისრა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაუშვებლად ცნო, არსებითად არ განუხილავს და კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი დაუბრუნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 12 აგვ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 აგვ. 2019 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2018
  3. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2018
  4. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
  5. მე-7 პუნქტში განცხადებაზე პასუხის ვადა 10 სამუშაო დღედ არის ჩამოყალიბებული, ხოლო ახალი მე-10 პუნქტი ადგენს ვადის დენის დაწყებას მომდევნო დღიდან.

  6. მე-7 პუნქტში პასუხის მოთხოვნიდან ამოღებულია არგუმენტირებულობა, ხოლო ვადა ორი კვირიდან 10 დღემდე შეიცვალა.

  7. მე-3 მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომელიც განაცხადზე პასუხის გაგზავნის ფორმას განსაზღვრავს განაცხადის მიღების ფორმის შესაბამისად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3532927333412441733
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…მესამე პირების მფლობელ…