სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

მუხლი 27. ჰარმონიზაციის ცენტრი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას, კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2.ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ელემენტების ხარვეზების ანალიზს, განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას; ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას, მის შემდგომ განახლებასა და დახვეწას; დ) შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნას, მათ შემდგომ განახლებასა და დახვეწას; ე) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა ჰარმონიზაციის ცენტრებთან ურთიერთობების დამყარებასა და თანამშრომლობას; ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსური მართვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისთვის პერიოდულად სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვას, მათ ხელშეწყობას და მათი საქმიანობის კოორდინაციას; ზ) შიდა აუდიტის სუბიექტისთვის ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების, შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ; თ) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს; ი) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას; კ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და ყოველი წლის 31 მარტამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენას, რომელიც, თავის მხრივ, ამ ანგარიშს საქართველოს მთავრობას წარუდგენს; ლ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას.

3.(ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

4.(ამოღებულია - 18.12.2015, №4675). საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი მთლიანად ამოღებულია: კანონი აღარ ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრთან არსებულ სამდივნოს, მისი შემადგენლობის დამტკიცების წესსა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერის ვალდებულებას.

  2. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-5 და მე-7 პუნქტებში გეგმის დადგენისა და შეცვლის წესიდან ცენტრთან შეთანხმება ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66910120355⁶772022832927
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შიდა ფინანს…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფულის გათეთრებისა და ტ…დეპოზიტების დაზღვევის …ბავშვის უფლებათა კოდექ…სახელმწიფო ვალის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა