საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 52¹. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების და საქმიანობის უწყვეტობის მიზნებისათვის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების (მათ შორის, ფინანსური და საოპერაციო მოთხოვნების), შეზღუდვების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) და სანქციების დაწესებას და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას.

2.მეწარმე სუბიექტი, რომელიც აპირებს განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3.სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4.ეროვნული ბანკი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესებს.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ამ კანონით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს ფულადი ჯარიმა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 1 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 1 მარ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27304852²49504216197882262752¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა