Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 10³

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 10³. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 30.10.2019.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
თემები:ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

3.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველსაყოფად.

4.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით  მიღების მომენტიდან.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.

6.მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს.

7.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია: ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპით მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება; ბ)  საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას  მიმართოს უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თხოვნით. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2004 – 29 ივლ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 1 სექ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 13 დეკ. 2018
  2. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  3. 31 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 10 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10²შემდეგი მუხლი 11

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 30 ოქტ. 2019 · №36

  • 3 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2018
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 5მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 36მითითება გარიგების შეჩერების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 202ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება
  • 202¹„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება
  • 7დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁸განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ
  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
  • 91²¹აღსრულების შესახებ ბრძანება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 12 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 29რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 124¹საბანკო ანგარიშების მონიტორინგი

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 8

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1258202202¹32791⁸3691²¹8124¹12 (დ…362910³
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სისხლის სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს გარემოს და…