უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 13. ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 30 ოქტ. 2019 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიავთანდილ კუჭავა

1.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიებზე.

2.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. აღნიშნული ხელშეკრულებები (შეთანხმებები) უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მის გამოყენებას მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნით.

3.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებს მათ ანალოგიურ თხოვნებს.

4.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 -სსმ I, №51.29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 12 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-13 მუხლის 1-ელ და მე-4 პუნქტებში დაემატა ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, 1-ელ პუნქტში თანამშრომლობის წრეს დაემატა ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანოები და სტადიების აღნიშვნა მრავლობით ფორმაში ჩამოყალიბდა; მე-4 პუნქტში ტერმინი „კონფიდენციალურობის“ ახლებურად ჩაიწერა.

  3. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    მე-2 პუნქტში საერთაშორისო ინფორმაციის გაცვლა ახლა სამსახურის დამოუკიდებელ ხელშეკრულებებზეა დაფუძნებული; მე-3 პუნქტში თხოვნების გაგზავნასა და პასუხს ახორციელებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებართვის გარეშე და სფერო ტერორიზმის დაფინანსებასაც მოიცავს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10202202¹222356418102393713
მითითებამნიშვნელობით ახლოსუკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…თავისუფლების ქარტიასაქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…