არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 29. აღრიცხვა-ანგარიშგება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილინინი ჩახუნაშვილილაშა სოზაშვილი

1.დამფუძნებელი ვალდებულია: ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან; ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად; გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა; დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.

2.დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.

3.აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ - ცალკე აღრიცხვა; ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული მოგების აღრიცხვა; გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

4.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე; ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან; გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის მინდობილი ქონებისაგან; დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის.

5.საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული დათვლებით.

6.აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2142 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი VII არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო რეგულირება და სტიმულირება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამფუძნებელი ვალდებულია: ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან; ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად; გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა; დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. 2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები. 3. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ - ცალკე აღრიცხვა; ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული მოგების აღრიცხვა; გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს ეროვნულ ბანკს. 4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე; ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან; გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის მინდობილი ქონებისაგან; დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის. 5. საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული დათვლებით. 6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2142 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი VII არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო რეგულირება და სტიმულირება მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 ივლ. 2020 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. … – 11 ნოე. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    გ) ქვეპუნქტში დოკუმენტების ჩამონათვალს ეროვნული ბანკი ადგენს; მე-5 პუნქტში აქტუარული „ანგარიშები“ „დათვლებით“ შეიცვალა; მე-6 პუნქტში ანგარიშებს აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ეროვნული ბანკის დადგენილი წესით.

  3. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    ამ პუნქტში ანგარიშის ადრესატად ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის ნაცვლად ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია სახელდება, ხოლო წარდგენის წესი ახლა „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესია“.

  4. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2002

    მე-2 პუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ანგარიშის ადრესატი ფონდის დასახელება შეიცვალა „სოციალური დაზღვევის“ ფორმულირებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83752³13637⁵71813226392629
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…