არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 38. მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიამია ზოიძე

1.დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად და უფლება აქვთ პირადად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ.

2.პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის.

4.სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში.

5.მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო.

6.მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.

7.მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად და უფლება აქვთ პირადად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ. 2. პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის. 4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში. 5. მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო. 6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად. 7. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    38-ე მუხლში რეზერვის ნორმატივის დამდგენი ორგანო ახლა ეროვნული ბანკია.

  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    38-ე მუხლის მე-6 პუნქტში დამფუძნებლის რეზერვის ნორმატივს ახლა მხოლოდ სამსახური ადგენს.

  3. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2002

    38-ე მუხლის მე-6 პუნქტში ნორმატივის დამდგენი ფონდის დასახელება შეიცვალა: „სოციალური უზრუნველყოფის“ ნაცვლად „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდია“; დამფუძნებლის საკუთარი რეზერვის შექმნის ვალდებულება უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁵7241022251518656554538
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…პროფესიული კავშირების …მეწარმეთა შესახებფინანსური ორგანიზაციებ…