1.თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.
2.პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
4.მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.
5.პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა დუმილის, დანაშაულის არდაბრალების, ასევე დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე, არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.
6.ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ შეიძლება დაიკითხოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
7.დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
8.გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.
9.დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
1
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.
ცეცხლსასროლი იარაღის ტარება როგორც დენადი დანაშაული
საკასაციო პალატამ განიხილა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებისათვის ვარგისიანობის დამტკიცების საკითხი. პალატამ ჩხრეკის უკანონობის შესახებ საჩივარი არ გაიზიარა, თუმცა საბრძოლო მასალის ვარგისიანობაზე ექსპერტის სავარაუდო დასკვნა მსჯავრდებისათვის არასაკმარისად მიიჩნია და ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელი დარჩა, მათ შორის საბოლოო ჯარიმა ორი ათასი ლარი.
წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოყენების დასაშვებობა
საკასაციო პალატამ შეაფასა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოყენების დასაშვებობა და ჩხრეკასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოკვლევის სისრულე. პალატამ დაადგინა, რომ განსასჯელის თანხმობის გარეშე მისი წინასწარი ჩვენების გამოყენება დაუშვებელი იყო, ხოლო ჩხრეკების გარემოებები და მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები სრულყოფილად არ გამოკვლეულა. ექვსწლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გაუქმდა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
საკასაციო პალატამ განიხილა ერთი მსჯავრდებულის მტკიცება ნარკოტიკული საშუალების ჩადების შესახებ და მეორე მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. პალატამ საჩივრები არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოოდ, ერთ მსჯავრდებულს დარჩა 17 წლით, ხოლო მეორეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; პირველისთვის ავტომანქანისა და ელექტროსასწორის ჩამორთმევაც ძალაში დარჩა.
უკანონო დაკავების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადაკვალიფიცირება
საკასაციო პალატამ შეაფასა პოლიციის ხელმძღვანელის მონაწილეობა დაზარალებულის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ ქმედებებში და მისი ქმედება უკანონო დაკავებიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გადააკვალიფიცირა. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა ერთ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო განაჩენი უცვლელი დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა განზრახ მკვლელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად გადაკვალიფიცირების მოთხოვნა და მსჯავრდების საფუძვლიანობა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა განზრახ მკვლელობისთვის დანიშნული შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ თხუთმეტი ათასი ლარის დაკისრება გააუქმა და ეს ნაწილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადასცა.
საკასაციო პალატამ განიხილა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდების საფუძვლიანობა და საპროცესო დარღვევების შესახებ დაცვის არგუმენტები. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება ზედმეტად წარდგენილად მიიჩნია, რადგან მას იმავე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდება მოიცავდა. საბოლოოდ მსჯავრდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.2. პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.4. მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.5. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა დუმილის, დანაშაულის არდაბრალების, ასევე დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე, არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.6. ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ შეიძლება დაიკითხოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.7. დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.8. გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
10 იან. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
145-ე მუხლის მე-6 პუნქტში ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ „შეიძლება დაიკითხოს“ და ამოღებულია დაკავებიდან 24 საათის ვადა. დაკავებულის ექიმისმიერი შემოწმების ნორმიდან ამოღებულია „აუცილებლად“, ხოლო ნორმა ახლებურადაა ფორმულირებული: უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
145-ე მუხლის მე-3 ნაწილში შეიცვალა ეჭვის საფუძვლის სიტყვა და ოქმის შედგენის სუბიექტი გამოიხატა აქტიური ფორმით; მე-8 ნაწილში გამომძიებელი განისაზღვრა როგორც საქმის მიმდინარე გამომძიებელი.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
მე-3 ნაწილში დაკავებულის ჩხრეკა ახლა ამ კოდექსით დადგენილი წესით ტარდება, ჩხრეკის შესახებ აღნიშვნა კეთდება დაკავების ოქმში, ხოლო პირადი ჩხრეკის ოქმი არ დგება. მე-9 ნაწილში ბრალდების წარდგენის შემდეგ ბრალდებულად დაკითხვა შესაძლებელია პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
145-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა უფლებების განმარტების ვალდებულება და განმარტებამდე გაკეთებული განცხადებების დაუშვებლობა; დაემატა მე-2 ნაწილი და 5–9 ნაწილები დაკავების ოქმის, დაკითხვის, ვადებისა და ბრალდების წაყენების წესებით, ხოლო მოქალაქის ვალდებულება მე-4 ნაწილად გადაინომრა.
145-ე მუხლის პირველ ნაწილში დაკავების განმახორციელებელმა დამატებით უნდა განუმარტოს ეჭვმიტანილს 73-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები; ასევე დაზუსტდა ფორმულირება დაკავების საფუძვლებსა და დანაშაულის მითითებაზე.
145-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითება 142-ე მუხლზე დაკონკრეტდა მისი პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტამდე.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის უფლებათა და …სისხლის სამართლის საერ…საქართველოს გარემოს და…