1.ეჭვმიტანილს უფლება აქვს:
ა) (ამოღებულია);
ა
1
) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;
ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;
გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება;
დ
1
) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);
ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში;
ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;
თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;
ლ)
ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით
შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;
მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;
ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.
2.ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
2
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო
№2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება(1, „ა“ ქვეპუნქტი, 1, „დ“ ქვეპუნქტის ბოლო დებულება, 1, „გ“ ქვეპუნქტი, 1, „დ“ ქვეპუნქტი, გარდა ბოლო დებულებისა)
ტექსტი ძალადაკარგულია
ძალის დაკარგვის თარიღი: 29.01.2003საქმის გადასინჯვის საფუძველი§156§157
№2/7/19120.06.2002საოქმო ჩანაწერი(1, „გ“ და „დ“ პუნქტები)
პროცესუალური / დასაშვებობა
მოქალაქე რევაზ ჯიმშერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა
საკასაციო პალატამ განიხილა, უშვებდა თუ არა ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებული სამართლებრივი შეფასება პირის ხელახლა მსჯავრდებას. პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შეცვლა საკმარისი არ არის და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ სამი ბრალდების ნაწილში დევნა შეწყვიტა, ხოლო ფაქტობრივად ახალი შინაარსის მქონე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის მსჯავრდება დატოვა ძალაში. მის საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და სამი დღით; მეორე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელი დარჩა.
მოწოდებულ ტექსტში საკასაციო საჩივრების საფუძვლები და პალატის სამართლებრივი მსჯელობა არ ჩანს. უზენაესმა სასამართლომ საჩივრები არ დააკმაყოფილა და თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა მოწოდებული სარეზოლუციო ნაწილიდან შეუძლებელია.
საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის კანონიერება. პალატამ განმარტა, რომ ბრალდებულს ეჭვმიტანილის ეს უფლება აქვს და მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა დამატებითი გამოძიებისთვის საქმის დაბრუნების, დაცვის უფლების დარღვევისა და პატიმრობის კანონიერების საკითხები. მან ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და დამატებითი გამოძიების შესახებ განჩინება უცვლელად დატოვა. ამასთან, პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო ბრალდებულს პატიმრობა გაუუქმა და გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა.
საკასაციო პალატამ განიხილა, ექვემდებარებოდა თუ არა სასამართლო გასაჩივრებას ბრალდებულის ჯანმრთელობის გამოსაკვლევად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე გამომძიებლის უარი. პალატამ განმარტა, რომ ასეთი უარი სასამართლო გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომელსაც მოცემული შუამდგომლობა არ მიეკუთვნებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ბრალდებულის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. პალატამ განმარტა, რომ ასეთი მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, და გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებიც. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:ა) (ამოღებულია);ა1) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება;დ1) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში;ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში;ლ)ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესითშეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №68 · ძალაშია 20 დეკ. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
20 დეკ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია; „ა1“ ქვეპუნქტი უცვლელია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
„მ“ ქვეპუნქტში ანაზღაურების საფუძვლად დარჩა მხოლოდ უკანონო დაკავება, საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრის მითითება კი ამოღებულია. „ნ“ ქვეპუნქტში განმარტებას იძლევა გამომძიებელი (მომკვლევი ამოღებულია) და განმარტება უფლებებთან ერთად მოვალეობებსაც მოიცავს.
73-ე მუხლს დაემატა „ა¹“ ქვეპუნქტი დაკავებულისთვის ეჭვის შინაარსის შეტყობინებისა და ოქმის გადაცემის შესახებ; „დ“ ქვეპუნქტში მოიხსნა ერთსაათიანი ლიმიტი დამცველთან შეხვედრაზე, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში სამედიცინო შემოწმების მოთხოვნა დაკავებისთანავე ან დადგენილების გამოტანისთანავე გახდა შესაძლებელი.
73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ (ჩვენების მიცემა ან არმიცემა) და „ე“ (თარჯიმნის მომსახურება) ქვეპუნქტებს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა; წყაროს მითითებაც შეივსო.
· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001
73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის მომენტად განისაზღვრა ეჭვმიტანილად ცნობა, დაემატა დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებელი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნის უფლება და უარის ერთჯერადი სასამართლო გასაჩივრება 24-საათიანი განხილვით.
73-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში პროკურორისთვის ან მოსამართლისთვის საჩივრის წარდგენა შეიცვალა გასაჩივრების საფეხურებრივი წესით: პროკურორთან, ზემდგომ პროკურორთან, ხოლო დადგენილ შემთხვევებში სასამართლოში.
73-ე მუხლში „გ“ ქვეპუნქტით დამცველთა რაოდენობა შეიზღუდა სამით და შეიცვალა ანაზღაურების ფორმულირება, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტში დაკავების ადგილის შეტყობინება უკავშირდება 138-ე მუხლის პირველი ნაწილის წესს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სახალხო და…ადვოკატთა შესახებ