1.დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება :
ა ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება ;
ბ ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება ;
გ ) ამ ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება :
გ . ა ) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის , მგზავრის ან / და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან / მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების , ნავსადგურების , სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება ;
გ . ბ ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო , სადისპეტჩერო ან / და საინფორმაციო მომსახურება ;
გ . გ ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება ;
გ . დ ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების , ინსპექტირების , დათვალიერების , სატრანსპორტო დამუშავების ( მათ შორის , დატვირთვისა და გადმოტვირთვის ), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება ;
გ . ე ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება ;
გ . ვ ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება , რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში ;
გ . ზ ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება .
2.საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით .
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ - ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი .
4.საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით . საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება :ა ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება ;ბ ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება ;გ ) ამ ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება :გ . ა ) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის , მგზავრის ან / და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან / მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების , ნავსადგურების , სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება ;გ . ბ ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო , სადისპეტჩერო ან / და საინფორმაციო მომსახურება ;გ . გ ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება ;გ . დ ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების , ინსპექტირების , დათვალიერების , სატრანსპორტო დამუშავების ( მათ შორის , დატვირთვისა და გადმოტვირთვის ), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება ;გ . ე ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება ;გ . ვ ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება , რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში ;გ . ზ ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება .2. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით .3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ - ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი .4. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით . საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 31 მაი. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
233-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში საერთაშორისო რეისების საწვავის იმპორტზე საბანკო გარანტია შეიცვალა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტიით, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური იტოვებს.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
233-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი საზღვაო რეისების ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრისა და იმპორტზე დღგ-ის ან გარანტიის წესის შესახებ.
· გამოქვეყნდა 1 მაი. 2006
233-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა ა–გ ქვეპუნქტებად ნულოვანი განაკვეთის მომსახურებათა დეტალური ჩამონათვალით, ხოლო დაემატა მე-3 ნაწილი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.