1.ქონების გადასახადის გადამხდელია პირი , რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე :
ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ბ ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ( ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა );
გ ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან / და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით , ქირით , უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .
2.ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი , რომელიც ამ კოდექსის 91- ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად .
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი , რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე :ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;ბ ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ( ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა );გ ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან / და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით , ქირით , უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .2. ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი , რომელიც ამ კოდექსის 91- ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად .საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №56 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აპრ. 2010 – 1 იან. 2011ტექსტი უცნობია
1 სექ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
271-ე მუხლი დაიყო ნაწილებად: პირველ ნაწილში ლიზინგი „ა“ ქვეპუნქტში გადავიდა და დაემატა „გ“ ქვეპუნქტი გარდაცვლილის ქონების მფლობელებზე, ხოლო მე-2 ნაწილით გადამხდელად დასახელდა 91-ე მუხლის მიხედვით ცრუმაგიერი მფლობელი.