1.ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ – წინა წლის მიხედვით.
2.თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, მათგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც იყენებენ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის გადავადების უფლებას, – საგადასახადო წლის 1 აგვისტომდე, წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
5.ფიზიკური პირები დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადს იხდიან არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ამავე ვადაში საწარმოები/ორგანიზაციები იხდიან მიწაზე ქონების გადასახადს.
6.საწარმოები/ორგანიზაციები ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდიან არა უგვიანეს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა. თუ გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი ქონების გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად. ამასთანავე, საწარმო/ორგანიზაცია ვალდებულია, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. მიმდინარე გადასახდელის სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებულ გადასახადის თანხად. მიმდინარე გადასახდელის თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
7.საწარმოს/ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.
7¹.თუ ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი მიმდინარე წლის არა უგვიანეს 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელი, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
7².თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დაბეგვრის ობიექტიდან მიმდინარე წლისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხიდან.
8.საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ – წინა საგადასახადო წლის მიხედვით.
9.( ამოღებულია).
10.( ამოღებულია).
11.მარეგისტრირებელი ორგანოები ვალდებული არიან, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოებს საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ფორმით წარუდგინონ ინფორმაცია გასხვისებული ქონების შესახებ.
12.(ამოღებულია).
13.(ამოღებულია).
14.ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, გადაწყვეტილებას დეკლარაციის არწარდგენის შესახებ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 მაისისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი , საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადამხდელს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.
15.ამ კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირებისათვის ქონების გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების ვალდებულება განისაზღვრება შესაბამისი დაბეგვრის ობიექტისათვის დადგენილი წესით.
16.სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1851- სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.293
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2639 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.47
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3883 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.325
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4203 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4290 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.2
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4419 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.79
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ – წინა წლის მიხედვით.2. თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, მათგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება.4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც იყენებენ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის გადავადების უფლებას, – საგადასახადო წლის 1 აგვისტომდე, წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.5. ფიზიკური პირები დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადს იხდიან არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ამავე ვადაში საწარმოები/ორგანიზაციები იხდიან მიწაზე ქონების გადასახადს.6. საწარმოები/ორგანიზაციები ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდიან არა უგვიანეს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა. თუ გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი ქონების გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად. ამასთანავე, საწარმო/ორგანიზაცია ვალდებულია, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. მიმდინარე გადასახდელის სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებულ გადასახადის თანხად. მიმდინარე გადასახდელის თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.7. საწარმოს/ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.7 1 . თუ ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი მიმდინარე წლის არა უგვიანეს 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელი, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.7 2 . თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დაბეგვრის ობიექტიდან მიმდინარე წლისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხიდან.8. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ – წინა საგადასახადო წლის მიხედვით.9. ( ამოღებულია).10. ( ამოღებულია).11. მარეგისტრირებელი ორგანოები ვალდებული არიან, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოებს საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ფორმით წარუდგინონ ინფორმაცია გასხვისებული ქონების შესახებ.12. (ამოღებულია).13. (ამოღებულია).14. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, გადაწყვეტილებას დეკლარაციის არწარდგენის შესახებ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 მაისისა;ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი , საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადამხდელს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.15. ამ კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირებისათვის ქონების გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების ვალდებულება განისაზღვრება შესაბამისი დაბეგვრის ობიექტისათვის დადგენილი წესით.16. სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1851- სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.293საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2639 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.47საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3883 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.325საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4203 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.14საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4290 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.2საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4419 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.79საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2011 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
6 აპრ. 2007 – 1 იან. 2009ტექსტი უცნობია
22 დეკ. 2006 – 1 თებ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 11
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
275-ე მუხლის მე-7 პუნქტში დაემატა საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში გადამხდელს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
275-ე მუხლს დაემატა მე-16 ნაწილი სალიკვიდაციო კომისიის მიერ 15-დღიან ვადაში დეკლარაციის წარდგენის შესახებ.
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
275-ე მუხლის პირველ ნაწილში დეკლარაციის წარდგენის წესი გავრცელდა 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზეც და ფიზიკურ პირებს დაუკავშირდა; დაემატა წინადადება, რომლითაც მე-6 ნაწილის ობიექტებზე სხვა გადამხდელები დეკლარაციას 1 აპრილამდე წარადგენენ.
· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007
მე-2 ნაწილში დეკლარაციის წარმდგენ პირს წარმომადგენლის უფლებამოსილებასთან ერთად დაემატა გადამხდელის ვალდებულებები მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებზე. მე-3 ნაწილიდან ამოღებულია ოჯახის წევრის (წევრების) ხელმოწერის სავალდებულოობის წინადადება.
· გამოქვეყნდა 23 მარ. 2007
275-ე მუხლის მე-9 ნაწილი ორ ქვეპუნქტად დაიყო: „ა“ ტესტირებას დაუქვემდებარებელ სატრანსპორტო საშუალებებს ინარჩუნებს 15 ნოემბრის ვადით, ხოლო ახალი „ბ“ ტესტირებას დაქვემდებარებულ საშუალებებზე გადახდას რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციასა და ტესტირებას უკავშირებს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
მე-6 პუნქტში „თანხები“ ერთეულში („თანხა“) გადავიდა; მე-9 პუნქტში „გ“ ქვეპუნქტის გადასახადის 15 ნოემბრის ვადა მიბმულია ტესტირებას დაუქვემდებარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და რეგისტრაციასთან/ტესტირებასთან დაკავშირებული „ბ“ წესი ამოღებულია; მე-14 პუნქტს დაემატა დეკლარაციის წარუდგენლობის მეორე, „ბ“ საფუძველი.
275-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში (2007 წლის 1 იანვრიდან) ორივე წინადადებაში ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება შეიცვალა გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირებით; ეს ტესტირება ახლა წარმოადგენს როგორც გადასახადის გადახდის მომენტს, ისე იმ მოქმედებას, რომელიც გადასახადის გადახდის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
275-ე მუხლის 13-ე პუნქტში გამსხვისებლისთვის ცნობის გაცემის დამატებითი შემთხვევებია გათვალისწინებული, მე-14 პუნქტში — ფიზიკური პირის უფლება არ წარადგინოს დეკლარაცია, ხოლო მე-15 პუნქტში — 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების მიმართ შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის წესის გამოყენება. მიწაზე გადასახადის დარიცხვის, მოთხოვნის გადაცემისა და გადახდის ძველი ტექსტი ამ პუნქტებში ჩანაცვლებულია.
275-ე მუხლის მე-10 ნაწილში გასხვისებასთან დაკავშირებული გადახდის დათქმა ამოღებულია, მე-11 ნაწილი ახლა მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ყოველთვიური მონაცემების წარდგენას ადგენს, მე-12 და მე-13 ნაწილები კი ამოღებულია.
275-ე მუხლის მე-11 ნაწილში გადამხდელთა სიების 1 აპრილამდე წარდგენის ვალდებულება თვითმმართველობის ორგანოებიდან გადავიდა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურზე, რომელიც წარადგენს მასში რეგისტრირებულ გადამხდელთა სიებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. სიაში მითითებული მონაცემებიდან „შესაბამისი კატეგორიის ან ზონის“ შეიცვალა „კატეგორიით“.
მე-19 ნაწილში „ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციას“ დაემატა გამონაკლისი სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმ საწარმოთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, რომელთა წილის/აქციების 50%-ზე მეტი მათ საკუთრებაშია; დანარჩენ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს ცნობის მოთხოვნა უცვლელია.