Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 276

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 276. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:უძრავი ქონების გადასახადიპირადი საგადასახადო დაგეგმვასაგადასახადო დაგეგმვაქონების დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს; გ) 2007 წლის 1 იანვრამდე ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება; დ) ( ამოღებულია); ე) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა; ვ) მიმოსვლის გზები, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები; თ) ორგანიზაციის ქონება, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; ი) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობა) საწარმოებლად გამოყენებული ქონება; კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა; ლ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია; მ) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით ან/და სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანერიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა; ნ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის; ო) ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები; პ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება; რ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული იახტებისა (კატარღებისა); ს) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად; ტ) გაგრაში, გალში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ტყვარჩელში, ცხინვალში, ჯავაში, აგრეთვე ქურთის, ერედვისა და თიღვის თემებში, ავნევისა და ნულის სოფლებში არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე; უ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; ფ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; ქ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; ღ) ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები, ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში; ყ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; შ) 2014 წლის 1 იანვრამდე „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა; ჩ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; ც) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით; ძ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაში არსებული ქონება, გარდა მიწისა; წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები; ჭ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან; ხ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; ჯ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ; ჰ) სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებული მიწები; ჰ 1 ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება.

2.დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირზე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).

3.ამ თავის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი; ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; გ) დარიცხული ხელფასი. შენიშვნა: ამასთანავე, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება: ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად მისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ; გ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4290 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.2 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №72, 22.12.2010წ.,მუხ.428 თავი XLI (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 22 დეკ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 31 მაი. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    276-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეღავათის გამორიცხვა ახლა უკავშირდება გადაცემულ მიწის ნაკვეთს და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გადაცემულ შენობა-ნაგებობებს. დამატებულია მე-3 და მე-4 ნაწილები ოჯახის შემოსავლის შემადგენლობისა და მისგან ქონების გამორიცხვის შესახებ.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    276-ე მუხლში შეიცვალა გემების გამონაკლისი (ფიზიკური პირის იახტები), სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შეღავათის მიმღებები და მე-3 ნაწილში ოჯახის შემოსავლის ფორმულირება.

  3. 22 დეკ. 2010

    276-ე მუხლს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც 168-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციის შემოსავალი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულთა რიცხვში შევიდა.

  4. 11 მარ. 2009

    276-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა მითითება მე-4 ნაწილზე, ხოლო მე-4 ნაწილში გამონაკლისებს დაემატა 2 წელზე მეტი ხნით ნაქონი საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შემოსავალი.

  5. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    276 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „ჰ¹“ ქვეპუნქტი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონების გათავისუფლების შესახებ.

  6. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    276-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათავისუფლება გაფართოვდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებულის გარდა) და 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტების ობიექტებზე; 40 000 ლარის პირობა უცვლელია.

  7. 31 მაი. 2007· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007

    276-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ახლებურად იკითხება: ქონების გადასახადისგან დროებით გათავისუფლებულია გაგრაში, გალში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ტყვარჩელში, ცხინვალსა და ჯავაში, ასევე ქურთის, ერედვისა და თიღვის თემებში, ავნევისა და ნულის სოფლებში არსებული ქონება.

  8. 1 თებ. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    276 მუხლის ბოლოს თავი XLI „სათამაშო ბიზნესის გადასახადი“ აღნიშნულია როგორც ამოღებული.

  9. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-2 ნაწილში შეღავათის გამორიცხვა გაფართოვდა უზუფრუქტით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გადაცემაზე, მიმღები კი განისაზღვრა როგორც „სხვა პირი“; ტექსტში „მის“ შეიცვალა „თავის“-ით. ამოღებულია მე-3 ნაწილი ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 275შემდეგი მუხლი 277

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის დაგეგმვა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მემკვიდრეობის დაბეგვრა და დაგეგმვასერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების გასხვისების გადასახადისერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების დაბეგვრა და დაგეგმვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 9 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2010
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 206გადასახადისგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 73ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 91 (დანართი 1)ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

  • 5ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 12¹მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 186ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
914³12¹2068273110 (…88 (დ…91 (დ…52186276
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ოლიმპიური მოძრაობის ხე…საავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მოსაკრებლე…ადმინისტრაციული სახდელ…