Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 7¹

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 7¹. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებანარჩენების მართვაESG შესაბამისობადაბინძურების კონტროლიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:145678910111213

1.თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შედგენილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. [ 2. იმ საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

4.ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.

5.თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. ამ შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.

6.ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია შექმნიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას.

7.საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.

8.სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

10.სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ პირობებს.

11.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.

12.ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.

13.სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შედგენილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. [ 2. იმ საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს: ა)   ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 4. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას. 5. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. ამ შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 6. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის  42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია შექმნიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას. 7. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. 8. სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 10. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ პირობებს. 11. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა. 12. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ. 13. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 მარ. 2021 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 22 სექ. 2020 – 1 მარ. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 21 ივნ. 2017 – 22 სექ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მდგრადობის ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი
  • გარემოზე გავლენის შეფასებასერვისის გვერდი
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 53მუხლი 10მუხლი 11მუხლი 14მუხლი 34მუხლი 42

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 5წყლის რესურსების მ… 16წყლის რესურსების მ… 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 8გზშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 12გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 13ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 12ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სკოპინგის პროცედურა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე
  • 65შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა
  • 66შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 4 (დანართი 1)რეგისტრაციის ზოგადი მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53252410111434425812141316377¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…წყლის რესურსების მართვ…სამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026