Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 7

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 7. საქმიანობის სკრინინგი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:მიმდინარე შესაბამისობაუძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევატრანსპორტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3455¹678910111213

1.ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებამდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2¹.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.

3.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4.საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე; გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. [ გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. თუ იცვლება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ან/და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] 4 1 . (ამოღებულია - 26.06.2025. №786) .

5.სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5¹.სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას სკრინინგის გადაწყვეტილების ან ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობის ან/და დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში სააგენტო სკრინინგის განცხადების ამ მუხლის შესაბამისად განთავსებიდან არაუგვიანეს 8 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

6.სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადების შემთხვევაში − გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიასთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.

7.სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

8.თუ სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები.

9.სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

10.სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკრინინგის გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

11.თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.

12.ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამავე კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ აღნიშნული საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით.

13.თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სააგენტოს სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1770 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებამდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილითა და ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2 1 . საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება. 3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე; გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. [ გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო ზემოქმედების თაობაზე. თუ იცვლება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ან/და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება − „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] 4 1 . (ამოღებულია - 26.06.2025. №786) . 5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5 1 . სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას სკრინინგის გადაწყვეტილების ან ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობის ან/და დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში სააგენტო სკრინინგის განცხადების ამ მუხლის შესაბამისად განთავსებიდან არაუგვიანეს 8 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. 6. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადების შემთხვევაში −  გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის,  ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიასთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა. 7. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 8. თუ სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. 9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში  ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკრინინგის გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 11. თუ სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. 12. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამავე კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ აღნიშნული საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით. 13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სააგენტოს სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1770 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  5. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზიებისა და ნებართვების ვადის გაგრძელებასერვისის გვერდი
  • მილსადენის სამართალისერვისის გვერდი
  • სამრეწველო ობიექტის ფუნქციური და ეკონომიკური ანალიზისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 13 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 53საქართველოს ზოგადი… 78ლიცენზიებისა და ნე… 7მუხლი 10მუხლი 11მუხლი 14მუხლი 17მუხლი 34მუხლი 42მუხლი 5მუხლი 8მუხლი 9წყლის რესურსების მ… 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5მუხლი 51სამრეწველო ემისიებ… 19წყლის რესურსების მ… 16წყლის რესურსების მ… 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 5ზოგადი დებულებანი
  • 7¹ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 23სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306¹გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გარეშე განხორციელება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁷გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 8² (დანართი 1)წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
537875101114173442895119177
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026