საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაია

1.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.

2.საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.

3.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.

4.(ამოღებულია).

5.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

5¹.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

5².ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.

5³.ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

6.პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

7.წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.

8.პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №212-საზ2007-07-3036
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    პალატამ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა მსჯავრდებულებზე საბაჟო დანაშაულის დიდი ოდენობის ზღვრის გაზრდის შესახებ ახალი კანონი. მან დაადგინა, რომ ახალი კანონით საქონლის ღირებულება დიდ ოდენობას აღარ წარმოადგენდა და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთივე პირის მიმართ შეწყვიტა. ოთხ მსჯავრდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის საბოლოოდ განესაზღვრა ორ-ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

  • №212-საზ2007-07-3036
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ჰქონდა თუ არა უკუძალა საბაჟო დანაშაულისთვის დიდი ოდენობის ზღვრის გაზრდას. პალატამ დაადგინა, რომ ახალი კანონით დანაშაულებრიობა გაუქმდა, რადგან საქონლის საბაჟო ღირებულება ახალ ზღვარს არ აღემატებოდა. მან პირველი მსჯავრდებულის მიმართ დევნა შეწყვიტა, ხოლო დანარჩენი ოთხის მიმართ საბაჟო დანაშაულში დახმარებისთვის დევნა შეწყვიტა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის თითოეულს ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • №56-კოლ2007-01-2333
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის უფლების, მტკიცებულებების შეფასებისა და მსჯავრდებულთათვის უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენების საკითხები. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა ზედმეტად წარდგენილი ბრალდებები მოხსნა და ცალკეული ქმედებები გადააკვალიფიცირა. საბოლოო სასჯელები უცვლელად დარჩა: ორი მსჯავრდებულისთვის შესაბამისად 20 და 18 წლით, ხოლო მესამე მსჯავრდებულისთვის, პატიმრობაში გატარებული დროის ჩათვლით, 9 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №264აპ2006-06-2344
    საკასაციო არსებითი (T2)

    კონტროლის პალატის შემოწმების უფლებამოსილების ფარგლები

    საკასაციო პალატამ შეაფასა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ შემოწმებების დანიშვნის, თანხების ბიუჯეტის გვერდის ავლით ჩარიცხვისა და მათი ხარჯვის კანონიერება. პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდება მტკიცებულებებით დასტურდებოდა, ხოლო სასჯელი ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას შეესაბამებოდა. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო განაჩენი, მათ შორის დანაშაულის დაფარვის ბრალდებაში გამართლება და საბოლოო სასჯელი — რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №145-კოლ2005-11-2910
    საკასაციო არსებითი (T2)

    მცირეწლოვანი დაზარალებულის ჩვენების შეფასება

    საკასაციო პალატამ შეაფასა მცირეწლოვანი დაზარალებულის ჩვენება, მსჯავრდებულის ამოცნობის გარემოებები და ალიბის დამადასტურებელი ჩვენებები. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №339-აპ2005-10-1124
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნასამართლობის გაქარწყლება და ახალი დანაშაულის ჩადენა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა ძარცვის მცირე მნიშვნელობისა და წინარე ნასამართლობის გაქარწყლების საკითხები. პალატამ დაადგინა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა წინარე ნასამართლობის გაქარწყლებას არ უშლის ხელს და მსჯავრდებულის ქმედება სსკ 178(3)(დ)-დან სსკ 178(2)(ბ)-ზე გადააკვალიფიცირა. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საბოლოო სასჯელი — 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა — უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე. 2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი. 3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით. 4. (ამოღებულია). 5. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 5 1 . ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 5 2 . ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. 5 3 . ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას. 7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს. 8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №103 · ძალაშია 21 დეკ. 2018-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    24-ე მუხლში დაკითხვის უფლებამოსილების წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო ბრალდების წარდგენის გამონაკლისი და საბრალდებო დასკვნის ასლის დამცველისთვის გადაცემის წესი (მე-7 ნაწილი) აღარ უკავშირდება თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის სტატუსს.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    5¹ და 5² ნაწილებში საჩივრის განმხილველი სასამართლო დაკონკრეტდა — გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო; დაემატა 5³ ნაწილი განხილვისა და გასაჩივრების წესით.

  3. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    24-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებში თავს არიდებული ბრალდებულების წრეში თანამდებობის პირსა და რეკეტირთან ერთად ქურდული სამყაროს წევრი დაემატა.

  4. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    24-ე მუხლის მე-6 ნაწილში ბრალდებულის დაკითხვა გამომძიებლის უფლებამოსილებად ჩამოყალიბდა, ხოლო ბრალდების წარდგენისა და დაკითხვის წესის გამონაკლისს ქურდული სამყაროს წევრიც დაემატა.

  5. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    24-ე მუხლის მე-7 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „პროკურორი“ ასლის გადაცემის წინადადებიდან; პუნქტის ახალი ფორმულირებით წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს.

  6. 5² ნაწილში გაჭიანურების საჩივრის დაკმაყოფილება ახლა ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

  7. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    24-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილში თანამდებობის პირთან ერთად რეკეტირიც მოხვდა იმ ბრალდებულთა წრეში, ვინც თავს არიდებს გამოცხადებას.

  8. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    მე-6 ნაწილში გამოცხადებისგან თავის არიდებული თანამდებობის პირი ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენისა და დაკითხვის წესი არ გამოიყენება, მე-7 ნაწილში კი საბრალდებო დასკვნის ასლი მის დამცველს გადაეცემა.

  9. 24-ე მუხლში მოკვლევის ორგანო დაემატა დევნის სუბიექტებს, მე-5 და მე-6 ნაწილებში ტერმინი „ბრალდებულად“ შეიცვალა, ხოლო მე-7 ნაწილში საბრალდებო დასკვნის ასლს ბრალდებულს პროკურორი გადასცემს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24231158168167106643622476435624
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ