1.დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) დასაბეგრი იმპორტი;
გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით .
2.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა);
ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა;
გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება;
ე) საქონლის ექსპორტი;
ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად.
3.დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება:
ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში;
გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.
4.საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
შესაძლებელია თუ არა ზიანის ანაზღაურების სადავო მოთხოვნის გაქვითვა მომსახურების საფასურის დავალიანების წინააღმდეგ?
შპს „ც“ სს „.. ..-ისგან“ დაცვითი მომსახურების საფასურის გადახდას მოითხოვდა, ხოლო მოპასუხე ქონების დანაკლისით მიყენებული ზიანის მოთხოვნის გაქვითვას ეყრდნობოდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გაქვითვისთვის საპასუხო მოთხოვნა უნდა იყოს ნამდვილი და უდავო, ხოლო ზიანთან დაკავშირებული სადავო გარემოებები სასამართლო წესით უნდა გადაწყდეს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ხელმოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების არსებობას ან აღიარებას არ ადასტურებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:ა) დასაბეგრი ოპერაცია;ბ) დასაბეგრი იმპორტი;გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით .2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა);ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა;გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე;დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება;ე) საქონლის ექსპორტი;ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად.3. დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება:ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში;გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.4. საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით .საქართველოს 2007 წლის11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297საქართველოს 2010 წლის21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 სექ. 2010 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აქტივების მიწოდება შესატანის სახით ახლა ეხება საწარმოს კაპიტალს ზოგადად, „სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალის“ ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009
225-ე მუხლში არა-დასაბეგრი ოპერაციების ჩამონათვალს დაემატა საგადასახადო ორგანოების მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ქონების რეალიზაცია.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
225-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ამხანაგობაში წილის სანაცვლოდ ქონების რეგისტრაციის დაბეგვრის შესახებ.
· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010
225-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება აქტივების შესატანს არა მხოლოდ საწარმოს კაპიტალში, არამედ ამხანაგობაშიც.
· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
225-ე მუხლით დასაბეგრი დროებითი შემოტანა გახდა დღგ-ის დაბეგვრის ობიექტი, ხოლო ტარის დაბრუნების 90-დღიანი ვადა კალენდარულია.