საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 84. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებებით: ა) საგადასახადო იპოთეკით/გირავნობით; ბ) მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით; გ) ქონებაზე ყადაღის დადებით; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით; ე) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით; ზ) ამ თავში აღნიშნული სხვა ღონისძიებებით.

2.საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

3.ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის ან ნოტარიუსის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებათა გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ფულად სახსრებს, აგრეთვე ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებულ ფულს და ფასიან ქაღალდებს). კლიენტის ამგვარი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გაკოტრების საქმის წარმოებისას ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების მიმართ გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით .

5.ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებებით: ა) საგადასახადო იპოთეკით/გირავნობით; ბ) მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით; გ) ქონებაზე ყადაღის დადებით; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით; ე) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით; ზ) ამ თავში აღნიშნული სხვა ღონისძიებებით. 2. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო. 3. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის ან ნოტარიუსის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებათა გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ფულად სახსრებს, აგრეთვე ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებულ ფულს და ფასიან ქაღალდებს). კლიენტის ამგვარი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გაკოტრების საქმის წარმოებისას ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების მიმართ გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით . 5. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მარ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    84-ე მუხლის მე-3 ნაწილის ძველი გამონაკლისი ჩანაცვლდა ახალი წესით კლიენტთა აქტივების დაცვისა და განცალკევებული აღრიცხვის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009
  3. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  4. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    84-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებისა და შეჩერების უფლებამოსილი პირების შესახებ.

  5. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    84-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომელიც გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოებზე უზრუნველყოფის ღონისძიებებს მხოლოდ მიმდინარე ვალდებულებებით ზღუდავს.

  6. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹1982198618²612382485317 (დ…5 (და…66² (…910584
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საბიუჯეტო …რეაბილიტაციისა და კრედ…