1.აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ერთეულების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს იდენტიფიცირებული, როგორც შეთავაზებისთვის განკუთვნილი, და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია უნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შეთავაზების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში ასახულ ინფორმაციას და არ უნდა აკნინებდეს მის მნიშვნელობას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია უნდა მიუთითებდეს, რომ არსებობის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პროსპექტი და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. ამასთანავე, კომუნიკაციაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა შესაძლებელი ინვესტორებისთვის ამ დოკუმენტების მოპოვება ან გაცნობა.
3.თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.
თავი XI
ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ერთეულების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს იდენტიფიცირებული, როგორც შეთავაზებისთვის განკუთვნილი, და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაციაუნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შეთავაზების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში ასახულ ინფორმაციას და არ უნდა აკნინებდეს მის მნიშვნელობას.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია უნდა მიუთითებდეს, რომ არსებობის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პროსპექტი და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. ამასთანავე, კომუნიკაციაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა შესაძლებელი ინვესტორებისთვის ამ დოკუმენტების მოპოვება ან გაცნობა.3. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.თავი XIინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.