არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 19. ბანკების საპენსიო სქემები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს.

2.ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით.

3.ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.

4.სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები.

5.საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.

6.ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.

7.აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად.

8.საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010წ., მუხ.107

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს. 2. ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით. 3. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა. 4. სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები. 5. საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ. 6. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით. 7. აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად. 8. საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010წ., მუხ.107

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 პუნქტში ინვესტირების აკრძალვა შეიცვალა შვილობილი კომპანიის მიერ აქტივების დამოუკიდებლად მართვის უფლებით და სპეციალიზებული დეპოზიტარის გამოყენების ვალდებულებით. მე-7 პუნქტი ახლა შვილობილ კომპანიასთან დაკავშირებული პირების აქტივებში ინვესტირებას კრძალავს, ხოლო ინვესტირების შეზღუდვების დაცვის ვალდებულება გადავიდა ახალ მე-8 პუნქტში, შვილობილ კომპანიებზე.

  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    19-ე მუხლის მე-7 პუნქტში ბანკებისთვის დადგენილი შეზღუდვების აღმნიშვნელ ფრაზაში სიტყვა „აქტივების“ შეიცვალა სიტყვით „დანაგროვთა“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1952³48319728¹15161411319
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…მიკრობანკების საქმიანო…დაზღვევის შესახებ