საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 4. საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2020 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაურიირაკლი ღლონტი

1.საინვესტიციო ფონდი შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საზედამხედველო ორგანოს რეგისტრაციისათვის უგზავნის განაცხადს.

2.საზედამხედველო ორგანომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი მისი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს. თუ განაცხადი არასრულყოფილია, საზედამხედველო ორგანოს შეუძლია საინვესტიციო ფონდს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება (შევსება).

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოს მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებულად ჩაითვლება.

4.საინვესტიციო ფონდს საზედამხედველო ორგანოში რეგისტრაციის გარეშე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება (ინვესტირება).

5.გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მიმართ დამატებითი მოთხოვნებია: ა) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის საწყისი კაპიტალი არ შეიძლება იყოს 500 000 (ხუთასი ათას) ლარზე ნაკლები. აღნიშნული მინიმუმი მიღწეული უნდა იქნეს საზედამხედველო ორგანოში ფონდის რეგისტრაციიდან 1 წლის განმავლობაში; ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს 50-ზე მეტი. აღნიშნული მაქსიმუმის გადაჭარბების შემთხვევაში ფონდი უნდა დარეგისტრირდეს სააქციო საინვესტიციო ფონდად; გ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი შეიძლება იყოს აქტივების მართვის ლიცენზიის მქონე პირი ან პირთა ჯგუფი. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველთან ხელშეკრულება, მომსახურების სახეები, პირობები და ინვესტირების კრიტერიუმები რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით და დამატებით რეგულაციას არ ექვემდებარება; დ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის პაის, წილებს ან აქციებს აღრიცხავს და ინახავს აქტივების მმართველი კომპანია, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს ეკრძალება რეკლამირება ფონდის საემისიო აქციებით, წილებით ან პაით დაინტერესებისა და მათი რეალიზაციისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10652⁴23¹4137111141761564
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ინოვაციების შესახებსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…ინვესტიციების სახელმწი…მეწარმეთა შესახებ