საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 8. მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიამია ზოიძე

1.საინვესტიციო ფონდის ან/და საპენსიო სქემის აქტივების მართვის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს.

2.აქტივების მმართველი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.

3.აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო ფონდის ან სქემის წესდების, საინვესტიციო დეკლარაციის და წესების, ფონდსა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ან მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

4.აქტივების მმართველ კომპანიას დადებული უნდა ჰქონდეს სადეპოზიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ცენტრალურ დეპოზიტართან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან დეპოზიტართან, რაც სავალდებულოა საპენსიო სქემებისთვის და ყველა იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო ფონდის პაის, წილის ან აქციების რეგისტრირებულ მესაკუთრეთა რაოდენობა 50-ს აღემატება.

5.აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს იმ საინვესტიციო ფონდის ან სქემის დამფუძნებელთან, მნიშვნელოვანი წილის (პაის, წილის ან აქციების) მფლობელთან დაკავშირებული პირი, რომელსაც უწევს აქტივების მართვის მომსახურებას. აქტივების მმართველი კომპანია აგრეთვე არ შეიძლება იყოს იმ დეპოზიტართან დაკავშირებული პირი, რომელთანაც დებს საინვესტიციო ფონდის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას.

6.აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დადოს ხელშეკრულება სხვა იურიდიულ პირებთან, თუ ეს გათვალისწინებულია აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის მეპაიეების, მეწილეებისა და აქციონერების წინაშე მის მიერ სხვა პირისთვის გადაცემულ აქტივებზე.

7.აქტივების მმართველი კომპანია აქტივებში ინვესტირებას, ამ კანონში აღნიშნული ან/და საზედამხედველო ორგანოს წესებით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ახორციელებს მხოლოდ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული უნდა იყოს კოლექტიური საინვესტიციო ან საპენსიო სქემის  დამფუძნებელთან, მეპაიეებთან/მეწილეებთან/აქციონერებთან ან/და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

8.საინვესტიციო ფონდისა და კოლექტიური სქემის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის მონაწილეთა აქტივების სამართავად გადაცემა არის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა და არ იწვევს ამ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემას ან შეცვლას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52⁴52³23¹28¹72251927372268
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…