მეწარმეთა შესახებ

მუხლი 46. პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიანა შავარდენიძეგიორგი ბუიღლიშვილი

1.პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).

2.წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.

2¹.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

3.შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული.

4.დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

5.თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს პარტნიორს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის საზიანო აღმოჩნდა. თუ პარტნიორი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პარტნიორს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რომლებიც წარმოიშვა პარტნიორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2764 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • №2/36-729.01.1998გადაწყვეტილება
    კონსტიტუციურად ცნობილია

    იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №74028.03.2016კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 99

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-664-635-20162017-03-02267
    დიდი პალატადიდი პალატა

    შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?

    დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა სასამართლოს კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების დავალდებულების მოთხოვნის ნაცვლად პარტნიორს პირდაპირ მიაკუთვნოს თანხა?

    დავა შეეხებოდა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, კრების მოწვევასა და დივიდენდის განაწილების დავალდებულებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის განაწილება, როგორც წესი, პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, ხოლო დივიდენდის კონკრეტული მოთხოვნის უფლება განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოიშობა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც კრების მოწვევისა და განაწილების დავალდებულების ნაცვლად მოსარჩელეს თანხა მიაკუთვნა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა განსხვავებაა საზოგადოების პარტნიორის ნებაყოფლობით გასვლასა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გარიცხვას შორის?

    დავა შეეხებოდა საზოგადოების კაპიტალის ოცი პროცენტი წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობას, მას შემდეგ, რაც პარტნიორთა შემადგენლობიდან მისი გასვლის ან გარიცხვის საფუძველზე სარეგისტრაციო მონაცემები შეიცვალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნებაყოფლობით გასვლასა და ნების საწინააღმდეგოდ გარიცხვას განსხვავებული წინაპირობები აქვს და სააპელაციო სასამართლოს ისინი სათანადოდ არ გამოუკვლევია. სასამართლომ მიუთითა დელიქტური და, საჭიროების შემთხვევაში, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლების თანმიმდევრულად შემოწმებაზე, აგრეთვე მტკიცების ტვირთისა და ხანდაზმულობის სათანადო შეფასებაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ას-647-647-20182019-10-21301
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა თავდებობითა და იპოთეკით ჯერ კიდევ გაუცემელი კრედიტის უზრუნველყოფა?

    ბანკი მოითხოვდა საკრედიტო ვალდებულებების სოლიდარულად შესრულებასა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, ხოლო შეგებებული სარჩელებით სადავო იყო თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განსაზღვრადი სამომავლო ვალდებულების უზრუნველსაყოფად თავდებობა და იპოთეკა დასაშვებია, თუმცა თავდებობის შესაძლო ამორალურობა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას ნების ნამდვილობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. ბანკის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე შესაბამის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსსკ 412-ის საფუძველზე. შპს „ნ.რ.გ–ის“ მიმართ ბანკის მოთხოვნის უარყოფა უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №188372018-03-2169
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აბათილებს თუ არა უძრავი ქონების ნასყიდობის წერილობით ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობა?

    მყიდველი მოითხოვდა უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ორი ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხების დაბრუნებას, პირველი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და მეორის შეწყვეტას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც წარმოშობს ვალდებულებით ურთიერთობას, ხოლო ბე, მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მის მიმღებს დარჩა. მეორე ხელშეკრულებით გადახდილი თანხა სასამართლომ ავანსად მიიჩნია და ხელშეკრულებიდან გამყიდველის გასვლის შემდეგ მისი დაბრუნება სოლიდარულად დააკისრა მოპასუხეებს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სააპელაციო განჩინება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

  • №ას-1319-20182021-05-2157
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობებში შეიძლება დედა საზოგადოების მინორიტარმა პარტნიორმა გაასაჩივროს აქტივების შვილობილ საზოგადოებაში გადაცემა?

    მინორიტარმა პარტნიორმა მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების, შვილობილი საზოგადოების წესდების ბათილად ცნობა და მერიის წერილის სიყალბის დადგენა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასპროცენტიანი შვილობილი საზოგადოების დაფუძნებითა და მის კაპიტალში ქონების შეტანით მოცემულ გარემოებებში პარტნიორის უფლებები არ შელახულა, ხოლო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადა გაშვებული იყო. სასამართლომ აგრეთვე უარყო წესდების მიმართ პრეტენზიები და წერილის სიყალბის დადგენის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა. მან მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). 2. წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული. 2 1 . შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას. 3. შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. 4. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. 5. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს პარტნიორს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის საზიანო აღმოჩნდა. თუ პარტნიორი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პარტნიორს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რომლებიც წარმოიშვა პარტნიორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2764 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №55 · ძალაშია 15 მაი. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2016

    დაემატა 2¹ პუნქტი შპს-ის პარტნიორთა პროპორციული მონაწილეობის უფლების შესახებ კაპიტალის გაზრდაში; მე-5 პუნქტში შესწორდა სიტყვა „პირის“.

  2. 46-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც პარტნიორს აძლევს საზოგადოების სახელით მესამე პირის მიმართ სარჩელის შეტანის უფლებას 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ და აწესებს ხარჯების განაწილების წესს.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
  4. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    46.7 პუნქტში დამატებითი შესატანების წესი შეიცვალა საწესდებო კაპიტალის გაზრდის წესით: გადაწყვეტილებას პარტნიორთა კრება იღებს ხმების 2/3-ით, ხოლო წილები და შესატანები წესდებით ან ხელშეკრულებით განისაზღვრება.

  5. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    46.3 პუნქტში სანოტარო დამოწმებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნა ვრცელდება წილის დათმობასთან ერთად წილის დაგირავებაზეც, ასევე შეთანხმებაზე, რომლითაც წარმოიშობა წილის გასხვისების ან დაგირავების ვალდებულება.

  6. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    46.8 პუნქტში კრების მოწვევის მოთხოვნის ზღვარი მეოცედიდან მეათედზე შეიცვალა და უარის შემთხვევაც დაემატა; დაემატა 46.11 და 46.12 პუნქტები წესდებით გადახვევისა და დომინანტი პარტნიორის კომპენსაციის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2213309²⁶9359348¹98¹11³ (…1261371312246
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებგადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…